პირობადებული საკუთრების შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) მიერ მომზადებულ 2018 წლის გზამკვლევში საქართველოს ნაწილი იურიდიული ფირმა GLCC-ის  მიერ მომზადდა.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ პირობადებული საკუთრების შესახებ გზამკვლევი მესამე გამოცემაა და იგი არის სახელმძღვანელო დოკუმენტი ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებისთვის ამა თუ იმ ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს შესაფასებლად ბიზნესის წამოწყებამდე. საერთაშორისო სავაჭრო პალატა პერიოდულად გამოსცემს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტებსა და ანგარიშებს ბიზნეს ორგანიზაციებისთვის.

გზამკვლევში მოცემულია ინფორმაცია, თუ როგორ არის მოწესრიგებული პირობადებული საკუთრების რეგულაციები მსოფლიოს 37 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. თითოეული ქვეყნის შესაბამისი თავი მომზადებულია ამავე ქვეყნის იურისტების მიერ. საქართველოში არსებული რეგულაციების შესახებ  საერთშორისო გზამკვლევისთვის ინფორმაცია იურიდიული ფირმა GLCC-ის მმართველმა პარტნიორმა – ირაკლი გაფრინდაშვილმა და იურისტმა რუსუდან ოთიაშვილმა მოამზადეს.

პირობადებული საკუთრების შესახებ ახალი, 2018 წლის გზამკვლევის შეძენა უკვე შესაძლებელია  ვებ-გვერდზე:http://store.iccwbo.org/retention-of-title