Loading...
ჩვენს შესახებ2022-04-28T13:29:46+00:00

იურიდიული ფირმა „GLCC” ჩამოყალიბდა 2007 წელს. ფირმა თავის კლიენტებს სთავაზობს დინამიურ და შედეგებზე ორიენტირებულ სამართლებრივ დახმარებს, სადაც მთავარი ფოკუსი თქვენი ბიზნესის წარმატებაა.

„GLCC” გახლავთ ლიდერი მშენებლობის, დეველოპმენტისა და უძრავი ქონების ბიზნესში. ამჟამად, ჩვენ ვუწევთ იურიდიულ მომსახურებას საქართველოში მეწარმე უძრავი ქონებისა და საშმენებლო ბიზნესების 35%-ზე მეტს. ჩვენ ასევე ვუწევთ წარმომადგენლობს ჯანდაცვის სფეროს ლიდერებს, კერძოდ, 6 ძირითად საავადმყოფოს საქართველოში. ჩვენი კლიენტები ასევე არიან წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები, მრავალმილიონიანი საინვესიტიციო ფონდები, დიდი სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლები, საკომუნიკაციო კომპანიები, საერთაშორისო არა-სამათავრობო ორგანიზაციები და სახელმწიფო დაწესებულებები.

„GLCC”-ის იურისტები აქტიურად მონაწილეობდნენ ისეთ მასშტაბურ ტრანზაქციებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებსა და კონტრაქტების მომზადებაში, როგორიც არის: 150 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია ოლიმპიური სოფლის ასაშენებლად, ბაზისბანკის – ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის – სამართლებრივი შეფასება და შესყიდვა, მრავალმილიონანი სესხის ხელშეკრულებები საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან („OPIC” და „EBRD”), შერწყმა/რეორგანიზაცია სამშენებლო, ჯანდაცვისა და ტურიზმის ბიზნესში, სხვადასხვა სახის ლიცენზიის მოპოვება საკომუნიკაციო სექტორში, ნებართვები ბუნებრივი რესურსების მოპოვებისთვის/გამოყენებისთვის და სხვ.

ჩვენი სასამართლო საქმეების წარმოების ისტორია მოიცავს კლიენტების სასარგებლოდ, შვიდი და რვანიშნა რიცხვის ფულადი ოდენობით მიღწეულ არაერთ გამარჯვებას, მათ შორის, ფინანსური ინსტიტუტების, უძრავი ქონების ბიზნესების, ტურისტული სააგენტოების, შემოსავლების სამსახურისა და სხვა საჯარო/კერძო პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ დავაში. ამასთან, ამ საქმეთაგან არაერთი ჩამოყალიბდა პრეცედენტად საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში. ჩვენი ადვოკატების მონაწილეობით საქართველოს საერთო სასამართლოებსა და კერძო არბიტრაჟებში განხილული სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების რაოდენობა გასცა ათასს.

„GLCC”-ის პარტნიორები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ნორმატიული აქტის შექმნასა და განვითარებაში, მათ შორის, იმ კანონმდებლობის მზადებისას, რომელიც ეხება გადახდისუუნარობას, მეწარმეობას, არბიტრაჟს, ლიცენზიებსა და ნებართვებს, საზღვაო და საარჩევნო კანონებს და სამართლის სხვა სფეროებს.

ჩვენ იურიდიული მომსახურება ორიენტირებულია კლიენტის ბიზნესის უსაფრთხოებაზე, სტაბილურობასა და ფინანსურ განვითარებაზე.

მიზნები და პრინციპები

„GLCC”-ის მიზანია საქართველოში მოქმედი ბიზნესების სამართლებრივი ხელშეწყობა და ამ პროცესში, იურიდიული სერვისის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება.

მიზნების მიღწევის პროცესში, ჩვენ ვხელმძღვანელობთ მომსახურების ჩამოთვლილი პრინციპებით:

  • „GLCC” თითოეულ კლიენტს სთავაზობს ინდივიდუალურ მიდგომას, რომელიც მორგებულია მის საჭიროებებზე.
  • კლიენტი ყოველთვის მართალია.
  • „GLCC” კლიენტის პრობლემას უდგება როგორც საკუთარ პრიორიტეტს და იყენებს ყველა სამართლებრივ რესურსს ამ პრობლემის გადასაჭრელად.
  • ხარჯთეფექტური და დროული გამოსავლის პოვნა.
  • კლიენტი უფლებამოსილია, რომ ნებისმიერ დროს მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მისი საქმის სტატუსთან და ასევე, საქმეზე ფირმის მიერ დახარჯულ დროსთან დაკავშირებით.
  • თავაზიანობა ოფისსა და საქმიან ურთიერთობებში.
  • კლიენტი ინფორმირებულია ჩვენი ფირმის მოლოდინებისა და სერვისის ზუსტი ტიპების შესახებ.
  • ადვოკატს უფლება არ აქვს საქმის შედეგთან დაკავშირებით გასცეს გარანტიები.
  • მომსახურების საფასური და მისი გამოთვლის მეთოდი კლიენტისთვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი.

„GLCC”-იმ შესაძლოა შეწყვიტოს კლიენტთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება, თუკი:

  • კლიენტი დაარღვევს ხელშეკრულების, მათ შორის მომსახურების საფასურის გადახდის პირობებს.
  • კლიენტი საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენს საქმიან რეპუტაციას და იმიჯს.
  • ეს აუცილებელია ეთიკის კოდექსის მოთხოვნების ან ფირმის არსებითი ინტერესების დასაცავად.

ეთიკის კოდექსი

  • „GLCC” დამოუკიდებელია მის საქმიანობაში და ემორჩილება მხოლოდ კანონისა და ეთიკის კოდექსის მოთხოვნებს.

  • „GLCC” მის საქმიანობას აფუძნებს პატიოსნებაზე, კეთილსინდისიერებასა და კომპენტენტურობაზე. ჩვენმა საქმიანობამ არ უნდა დააზიანოს კლიენტის ინტერესები.

  • პროფესიული უფლება-მოვალეობების შესრულების დროს მიღებული ინფორმაცია მკაცრად კონფიდენციალურია.

  • „GLCC” კლიენტის ინტერესებს აყენებს საკუთარ და ფირმის იურისტების ინტერესბზე მაღლა.

  • „GLCC”-ის უფლება არ აქვს ერთი და იგივე საქმის ფარგლებში კონსულტაცია გაუწიოს ერთზე მეტ კლიენტს, თუკი სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი.

  • „GLCC”-ის უფლება არ აქვს, მომსახურების პრინციპების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის გარეშე შეწყვიტოს კლიენტის წარმომადგენლობა. იურიდიული დახმარების შეწყვეტა დაუშვებელია, თუკი კლიენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას საშუალება არ აქვს მიიღოს ალტერნატიული იურიდიული დახმარება.

  • ადვოკატს უფლება არ აქვს იმოქმედოს კლიენტის ინტერესების საწინააღმდეგოდ, მოატყუოს იგი ან ჩაიდინოს სხვა სახის გადაცდომა.

  • „GLCC”-ისთვის მნიშვნელოვანია კლიენტის ინტერესები და მისი საქმის სწრაფად დასრულება, მინიმალური ხარჯებით.

  • „GLCC”-ის უფლება არ აქვს სასამართლოში წარადგინოს უკანონოდ ან მოტყუების გზით მოპოვებული მტკიცებულება.

  • „GLCC” ვალდებულია პატივი სცეს სხვა ადვოკატებსა და იურიდიულ ფირმებს.

ჩვენი გუნდი

Our Partners

Go to Top