იურიდიული ფირმა GLCC საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია The Legal 500-ის შეფასებით, კვლავ წამყვან პოზიციას იკავებს კომერციული სექტორის, კორპორაციული სამართლის, უძრავი ქონების, სამშენებლო სფეროს მომსახურებისა და სასამართლო დავების წარმატებით გადაწყვეტის მიმართულებით.

The Legal 500 მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს იურიდიული კომპანიების მონიტორინგს, აფასებს მათ საქმიანობას და ადგენს რეიტინგს. 2018 წლის დასაწყისის მონაცემებით, The Legal 500-ის მიერ უკვე მესამე წელია, იურიდიული ფირმა GLCC საქართველოში არსებულ წამყვან იურიდიულ კომპანიებს შორის სახელდება. შეფასებაში ვკითხულობთ, რომ GLCC მაღალი ხარისხის, შედეგზე ორიენტირებულ მომსახურებას სთავაზობს კლიენტებს. კომპანიის მმართველი პარტნიორი – ირაკლი გაფრინდაშვილი მაღალკვალიფიციურია კორპორაციული იურიდიული მომსახურების, გადახდისუუნარობის, კორპორაციების შერწყმა-გაერთიანების საკითხებში; ფირმის დირექტორი – ალექსანდრე ქამუშაძე სპეციალიზირებულია სამშენებლო და საგადასახადო სამართლის სფეროში; გრიგოლ მუმლაძე წარმატებით წარმოადგენს კლიენტების ინტერესებს სასამართლო დავებში, ხოლო შალვა ცხაკაიას საქმიანობის სფეროს წარმოადგენს შრომის, სადაზღვევო და საერთაშორისო სავაჭრო სამართალი.

The Legal 500-ის შეფასებით, იურიდიული ფირმა GLCC დაკომპლექტებულია გამოცდილი და მაღალკვალიფიციური იურისტებით.