„შრომის კანონმდებლობაში ინიცირებული ცვლილებები, შესაძლოა, კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცეს შრომის ბაზრისათვის, ეკონომიკისა და ბიზნესგარემოსთვის, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ვითარებას.” – იურიდიული ფირმა „GLCC”-ის პარტნიორი და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაია გადაცემაში „საქმის კურსი”.

შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოება, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება, ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურების ლიმიტის ცვლილება – რა სიახლეები შედის შრომის კოდექსში?