სასამართლოს გადაწყვეტილებით კომპანიის პარტნიორებს, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმას და დირექტორს, რომელიც არასათანადოდ უძღვებოდა საზოგადოების საქმიანობას, პირადად დაეკისრათ კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები, რაც მიგვაჩნია, რომ შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს ასეთი პრაქტიკის ფართოდ გამოყენების, სასამართლოს მხრიდან შესაბამის პირთა კეთილსინდისიერების საკითხის შეფასების და სახელმწიფოს მიერ საგადასახადო წნეხის დამძიმების მცდელობის კუთხით.
პარტნიორის ირაკლი გაფრინდაშვილის განმარტებით, კანონმდებლობა ამ მხრივ არ არის სრულყოფილი, ვინაიდან მხოლოდ მოსამართლის შეფასებაზეა დამოკიდებული გავრცელდება თუ არა კომპანიის ვალდებულება მის პარტნიორზე/დირექტორზე.