საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ და სტარტაპ საქართველომ „GLCC”-ის იურიდიულ ფირმას სტარტაპ მეგობრული კომპანიის სტატუსი მიანიჭეს.
„სტარტაპ მეგობრული” – პროექტის მიზანია სტარტაპების სწრაფი განვითარების ხელშეწყობა კერძო (ქართული და საერთაშორისო) ბიზნესის ჩართულობით.
GLCC-ის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი სტარტაპერების სამართლებრივი ცოდნის ამაღლებაზე იზრუნებს და მიაწვდის პირველად და საბაზისო ინფორმაციას იმ იურიდიულ საკითხებზე, რაც აუცილებელია დამწყები ბიზნესის განვითარებისთვის. კონსულტაცია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სამეწარმეო ურთიერთობები, შრომითი ურთიერთობებები, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ლიცენზიები და ნებართვები.