თანადგომა ბატონ გიორგი მდინარაძეს
თანადგომას ვუცხადებთ დაზარალებულ ადვოკატს, ბატონ გიორგი მდინარაძეს. მივესალმებით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და მთელი ადვოკატთა კორპუსის ერთობლივ ძალისხმევას ადვოკატის უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვის მიზნით. დადებითად ვაფასებთ გამოძიების პროცესის მიმდინარეობას და ვიმედოვნებთ, რომ მართლმსაჯულება აღსრულდება.