ბატონი შალვა ცხაკაია იურიდიული ფირმა GLCC-ის დამფუძნებელი პარტნიორია; მისი საქმიანობის სფეროები მოიცავს სამოქალაქო სამართალწარმოებასა და არბიტრაჟს, საერთაშორისო ტრანზაქციებს, საინვესტიციო და საბანკო სამართალს, კორპორატიულ სამართალს, საერთაშორისო სავაჭრო სამართალს, შრომის სამართალსა და არასამეწარმეო სუბიექტებს.
ბატონი შალვას სამუშაო გამოცდილება, გარდა კერძო იურიდიული პრაქტიკისა, მოიცავს იურიდიულ დახმარებას სამთავრობო დაწესებულებებისთვის (საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, თბილისის მუნიციპალიტეტი) და კონსულტაციას საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის (UNDP, Carter Centre, IFES, International IDEA) სხვადასხვა ქვეყანაში (მოლდოვა, ავღანეთი, თურქმენეთი, ლიბერია, სომხეთი, სამხრეთ სუდანი).
მას წარმატებული პრაქტიკა აქვს სასამართლო და საარბიტრაჟო საქმეებში სამოქალაქო და კორპორატიული მიმართულებით, GLCC-ის სახელით ეხმარება ადგილობრივ საწარმოებს შერწყმის მსხვილ გარიგებებში და კორპორატიულ ტრანზაქციებში. იგი დაეხმარა ამერიკულ, იტალიურ, რუსულ, ისრაელის და აზერბაიჯანულ კომპანიებს საქართველოში ბიზნესის წარმართვაში.
შალვამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და აქვს მაგისტრის ხარისხი წარჩინებით (Magna cum Laude) ინდიანას უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში.
თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.