ქეთევან მახათელაშვილი
Hello
ქეთევან მახათელაშვილი
იურისტი
About Me

ქეთევან მახათელაშვილი არის  იურისტი იურიდიულ ფირმა GLCC-ში. მისი პრაქტიკული საქმიანობის სფერო მოიცავს სახელშეკრულებო სამართალს, სამეწარმეო სამართალს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალს.


ქეთევანი ჩვენს გუნდს შემოუერთდა 2020 წელს. GLCC-ში მუშაობის დაწყებამდე ქეთევანმა გაიარა სტაჟირება ჩვენს იურიდიულ ფირმაში, ასევე იკავებდა იურისტის თანაშემწისა და უმცროსი იურისტის პოზიციებს.


ქეთევანმა 2019 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი. ხოლო 2022 წელს, ამავე უნივერსიტეტში დაამთავრა კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. ქეთევანი 2017 წელს გახდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის Erasmus+-ის სტიპენდიანტი და სწავლობდა გერმანიაში, ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში. ხოლო 2018 წელს მან მოიპოვა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის-DAAD-ის სტიპენდია და სწავლობდა გერმანიაში, ზაარლანდის უნივერსიტეტში.


2022 წლიდან ქეთევანი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.


ქეთევანი მშობლიური ქართული ენის გარდა ფლობს ინგლისურ და გერმანულ ენებს.


 

Go to Top