ნუტა მელაძე
Hello
ნუტა მელაძე
„GLCC“-ის ადმინისტრაციული მენეჯერი
About Me

ნუტა მელაძე ჩვენს გუნდს 2024 წლის დასაწყისში შემოუერთდა.  მისი პრაქტიკის სფერო ძირითადად პროექტების მართვას და ადმინისტრაციულ საქმიანობას მოიცავს.
მუშაობდა რამდენიმე მსხვილ კომპანიაში, ახლა მის მოვალეობაშია ჩვენი ოფისის ადმინისტრაციული ფუნქციების მხარდაჭერა და ყოველდღიური ოპერაციების გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფა. მისი გამოცდილება, ერთგულება და მუდმივი გაუმჯობესებისადმი სწრაფვა მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის.

ნუტამ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2016 წელს დაასრულა წარჩინებით და გააგრძელა მაგისტრის ხარისხის დაცვა სოც-მედია მენეჯმენტის მიმართულებით. სწავლის პერიოდში მან ასევე მოიპოვა ღირებული პრაქტიკული გამოცდილება ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტ ,,GAU”-ში მენეჯმენტის მიმართულებით, ასევე ჩართული იყო ფინანსების მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამაში, წარმატებით დასრულებული აქვს ACCA-ს საბუღალტრო პროგრამის პირველი საფეხური.  ამ გამოცდილებამ მას საშუალება მისცა კიდევ უფრო დაეხვეწა თავისი უნარები და გაეფართოებინა პროფესიული პერსპექტივა.

თავისუფლად ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

Go to Top