ბატონი ირაკლი გაფრინდაშვილი არის იურიდიული ფირმა GLCC-ის დამფუძნებელი პარტნიორი. მისი პრაქტიკის სფეროები ძირითადად მოიცავს ბიზნეს ტრანზაქციებს, კომერციულ და კორპორაციულ სამართალს, შერწყმას და რეორგანიზაციას, გადასახადებს და გადახდისუუნარობას.
იურიდიული კარიერის დასაწყისში ირაკლი მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მრჩევლად, ხელშეკრულებების ექსპერტიზისა და სახელმწიფო ვალის დეპარტამენტში, სადაც მისი ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები იყო სახელმწიფოსა და საერთაშორისო საკრედიტო და დონორ ორგანიზაციებტან საკრედიტო და საგრანტო ხელშეკრულებების ექსპერტიზა და შედგენა. იუსტიციის სამინისტროში ირაკლი გაფრინდაშვილმა მონაწილეობა მიიღო გადახდისუუნარობის შესახებ კანონის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შემუშავების პროცესში. მოგვიანებით, 2005 წელს, ირაკლი გადავიდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიულ დეპარტამენტში უფროსი კონსულტანტის თანამდებობაზე, სადაც მისი ძირითადი საქმიანობა იყო საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა, ბრძანებულებების და განკარგულებების შემუშავება, ასევე ურთიერთობა მთავრობასთან და სხვა სახელმწიფო ორგანოები.
2006 წელს ირაკლი გაფრინდაშვილი გახდა ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის საქალაქო სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი, სადაც ძირითადად ეწეოდა მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების საკიტხების იურიდიულ მხარდაჭერას, ასევე ქონების მართვის სფეროში სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავებას.
მოგვიანებით ირაკლი გადავიდა სახელმწიფო კომპანიაში - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, სადაც მუშაობდა უფროს იურისტად. მის ფუნქცია-მოვალეობებში შედიოდა გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების შედგენა, ასევე პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებების (PSA) შედგენა-ექსპერტიზა. ირაკლი გაფრინდაშვილი ასევე ჩართული იყო ნავთობისა და გაზის სფეროში ინვესტორებთან ურთიერთობაში და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში საქართველოზე გამავალი ცენტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში.
2008-2010 წლებში ირაკლი გაფრინდაშვილი მუშაობდა იურიდიულ მრჩევლად ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდში (OCRD) - მუნიციპალური ფონდი, რომელიც პასუხისმგებელი იყო თბილისის ძველი უბნების რეაბილიტაციასა და განვითარებაზე. მისი ძირითადი მოვალეობა იყო ინვესტორებთან ურთიერთობა განვითარებისა და რეაბილიტაციის პროექტებში, ასევე სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროცესის სამართლებრივი მხარდაჭერა.
2010 წლიდან ირაკლი გაფრინდაშვილი გახდა GLCC-ის მმართველი პარტნიორი და ხელმძღვანელობს იურიდიული ფირმის კომერციულ და კორპორაციულ პრაქტიკას.
ირაკლი არის საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს კომიტეტის საგადასახადო კომისიის თავმჯდომარე 2015 წლიდან და ერთ-ერთი პირველი ლიცენზირებული გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი 2021 წლიდან.
ირაკლი გაფრინდაშვილი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მიენიჭა სამართლის მაგისტრის დიპლომი.
მშობლიურ ქართულთან ერთად ირაკლი თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, ასევე საუბრობს გერმანულ ენაზე.