გრიგოლ მუმლაძე
Hello
გრიგოლ მუმლაძე
პარტნიორი
About Me

ბატონი გრიგოლ მუმლაძე იურიდიული ფირმა „GLCC"-ის პარტნიორია. მისი საქმიანობის სფეროები მოიცავს საკორპორაციო, სახელშეკრულებო და სამოქალაქო სამართალს. ამასთან, იგი აქტიურად არის დაკავებული კლიენტების სასამართლოში წარმომადგენლობით.


კარიერის დასაწყისში ბატონი გრიგოლი დასაქმებული იყო სსაგროინვესტ ბანკში", იურისტის პოზიციაზე, სადაც მისი მოვალეობები მოიცავდა საბანკო სერვისების იურიდიულ მხარდაჭერას.


2006 წლიდან ბატონი გრიგოლი ატარებს სასწავლო კურსებს „საბირჟო საქმიანობის განვითარების ასოციაციაში" თემაზე - „FOREX- - საერთაშორისო სავალუტო ბირჟა".


ჩვენს იურიდიულ ფირმას ბატონი გრიგოლ მუმლაძე 2007 წლიდან შემოუერთდა. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი


გარდა მისი მშობლიური ქართული ენისა, ბატონი გრიგოლი ფლობს რუსულ და გერმანულ ენებს.

Go to Top