ანა იურიდიულ ფირმა “GLCC”-ში იურისტის თანაშემწის პოზიციას იკავებს. მისი საქმიანობის სფერო მოიცავს სამოქალაქო, კორპორაციულ, ადმინისტრაციულ და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალს, სარჩელის, შესაგებელის, საჩივრების მომზადებას, სხვადასხვა სახის იურიდიული დოკუმენტების წერას და ანალიზს.
ანა ჩვენს გუნდს 2024 წელს შემოუერთდა. “GLCC”-ში მუშაობის დაწყებამდე, ის გადიოდა სტაჟირებას იურისტის თანაშემწედ შპს ეკო-სპექტრში. ამის შემდეგ ის მუშაობდა უმცროსი იურისტის პოზიციაზე იურიდიულ ფირმაში, შპს პი ელ ეს-ში. მისი ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები მოიცავდა სხვადასხვა შეთანხმებების, სარჩელებისა და საჩივრების მომზადებას, ასევე სამართლებრივი საკითხების შესწავლას და შესაბამისი დასკვნების/რეკომენდაციების მომზადებას.
2024 წელს ანამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი. უნივერსიტეტში სწავლის დროს, მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა პროექტებში, ტრენინგსა და კონკურსებში.
მშობლიური ქართული ენის გარდა, ანა თავისუფლად ფლობს ინგლისურს.