თამარ სახვაძე
Hello
თამარ სახვაძე
იურისტის თანაშემწე
About Me

თამარ სახვაძე  იურიდიულ ფირმა „GLCC"-ში იურისტის თანაშემწის პოზიციას იკავებს.
მისი საქმიანობის სფერო მოიცავს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სამეწარმეო და შრომის სამართალს. კომპანიაში საქმიანობისას იგი უზრუნველყოფს სარჩელების, შესაგებლებისა და საჩივრების მომზადებას, სამართლებრივი საკითხების  დოკუმენტაციის დამუშავებას.
„GLCC"-ში მუშაობის დაწყებამდე, თამარ სახვაძე  გადიოდა სტაჟირებას  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში (IDFI)-ში  კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულებით. ასევე მუშაობდა ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში იურისტის დამხმარის პოზიციაზე.


თამარმა  2023 წელს დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი. საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის განმავლობაში, მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა პროექტში, ტრენინგსა და კონკურსებში. ასევე ის აქტიურად იყო ჩართული student force- ში და Elsa-ს ასოციაციაში.
მშობლიური ქართული ენის გარდა, იგი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

Go to Top