ენვერი აბულაძე არის იურისტი იურიდიულ ფირმა - GLCC-ში. მისი საქმიანობის სფერო მოიცავს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სამეწარმეო და შრომის სამართალს. კომპანიაში საქმიანობისას იგი უზრუნველყოფს სარჩელების, შესაგებლებისა და საჩივრების მომზადებას, სამართლებრივი საკითხების კვლევასა და სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტაციის ანალიზს.
GLCC-ში მოცემულ პოზიციაზე მუშაობის დაწყებამდე, ენვერი სტაჟირებას გადიოდა საქართველოს უნივერსიტეტის სამართლებრივი დახმარების ცენტრსა და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლებრივი ეთიკის კლინიკაში.
მან 2020 წელს დაასრულა საქართველოს უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. ამჟამად, კი სწავლობს საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე.
ბაკალავრიატზე სწავლის პარალელურად, იგი აქტიურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სახის სამართლის სკოლებსა და ტრენინგებში, აგრეთვე ეროვნულ თუ საერთაშორისო შეჯიბრებში. მათ შორის, პირველი ადგილი დაიკავა INADR-ის საერთაშორისო მედიაციის შეჯიბრში (ბელოსტოკი, პოლონეთი, 2019), ასევე მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო სავაჭრო პალატის მე-15 კომერციული მედიაციის შეჯიბრსა (პარიზი, საფრანგეთი, 2020) და INADR-ის მე-19 საერთაშორისო მედიაციის კონკურსში (ჩიკაგო, ამერიკა, 2020). აგრეთვე იყო საქართველოს უნივერსიტეტის გუნდის მწვრთნელი ADR ODR-ისა და INADR-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ონლაინ მედიაციის შეჯიბრებზე.
მშობლიური ქართული ენის გარდა, იგი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.