მშენებლობისა და უძრავი ქონების კომპანიების სრული იურიდიული მხარდაჭერა „GLCC”-ის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი და უმსხვილესი მიმართულებაა. მშენებლობის სამართლებრივი აუდიტი არის ის მომსახურება, რომელიც მოიცავს სამშენებლო პროცესის კანონთან სრულ შესაბამისობაში ყოფნას.
მშენებლებისა და დეველოპერებისთვის სრული სამართლებრივი მომსახურების გაწევა მოიცავს:
- სამშენებლო საქმიანობაზე სამართლებრივი სტრატეგიის შემუშავებას;
- უძრავი ქონების სამართლებრივი სტატუსის დადგენას;
- მიწის მესაკუთრეებთან წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებების წარმოებას;
- მიწის მესაკუთრეებთან სამშენებლო ხელშეკრულების გაფორმებას;
- განშლის დოკუმენტის შედგენასა და რეგისტრაციას;
- მშენებლებსა და მომწოდებლებთან ხელშეკრულების გაფორმებას;
- კლიენტებთან (ფართის შემძენთან) ხელშეკრულების გაფორმებას;
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადებას (ნასყიდობა, იჯარა და სხვა);
- სასამართლოსა და არბიტრაჟში კლიენტის წარმომადგენლობას;
- კომერციულ ბანკებსა და სამშენებლო კომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას;
- მერიასთან, შრომისა და მუნიციპალური ინსპექციის ორგანოებსა და საჯარო რეესტრთან პრობლემურ და სადავო საკითხებზე სამართლებრივ მხარდაჭერას.
GLCC-ის სამშენებლო და უძრავი ქონების მიმართულებას ხელმძღვანელობს ფირმის დირექტორი ალექსანდრე ქამუშაძე, რომელსაც აქვს მრავალწლიანი ექსპერტული გამოცდილება სამშენებლო სამართლის მიმართულებით.
შრომის ინსპექციის მანდატს შრომის უსაფრთხოების საკითხების გარდა დაემატა კერძო კომპანიებში შრომითი ურთიერთობების კანონთან შესაბამისობის ინსპექტირება და სანქცირება. გარდა ამისა, შრომითი დავები რჩება დამსაქმებელთათვის მაღალი რისკის დავად არსებული სასამართლო პრაქტიკის გამო.
ამიტომ, ჩვენი ფირმა კომპანიებს სთავაზობს შრომითი ურთიერთობების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის სრულ და მრავალმხრივ მომსახურებას, ისევე როგორც ცალკეულ შრომით საკითხებში სამართლებრივ მხარდაჭერას. მომსახურება მოიცავს შემდეგ სერვისებს:
- შრომის აუდიტი, რომელიც წარმოადგენს კომპანიის შრომითი ურთიერთობების მრავალ-ვექტორულ კვლევას, რის საფუძველზეც შევისწავლით კომპანიის შრომით ურთიერთობებში არსებულ რისკებს და საფრთხეებს, გავცემთ რეკომენდაციებს, შრომითი რისკების პრევენციისა და შრომის კანონმდებლობის დარღვევების აღმოფხვრისთვის;
- შრომის ხელშეკრულებებისა და შინაგანაწესის შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
- თანამშრომლებთან სავალდებულო კონსულტაციისა და ინფორმირების პროცედურის შექმნა და დანერგვა;
- შევიწროებისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ სავალდებულო რეგულაციების და პროცედურის დანერგვა;
- პროფესიულ კავშირებთან ურთიერთობა, კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოება;
- შიდა შრომითი მედიაცია, შრომითი დავების პრევენცია, ინდუსტრიული ურთიერთობების სამართლებრივი მხარდაჭერა;
- შრომით დავებში სასამართლო წარმომადგენლობა;
- შრომის ინსპექციის სანქციების გასაჩივრება;
შრომითი ურთიერთობების მიმართულებას უძღვება ფირმის პარტნიორი შალვა ცხაკაია, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება შრომით ურთიერთობებში, შრომის სამართლის საერთაშორისო სტანდარტების კურსი გავლილი აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სასწავლო ცენტრში, ტურინსა და ჟენევაში, არის საქართველოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის წევრი და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის გამგეობის არჩეული წევრი.
იურიდიული ფირმა „GLCC“-ის გამოცდილი გუნდი, გაგიწევთ კვალიფიციურ და სრულყოფილ მომსახურებას, თუკი თქვენ გესაჭიროებათ შემდეგი სერვისები
კანონის მოთხოვნების შესაბამისად, სადამფუძნებლო დოკუმენტების შედგენა, ან არსებულის რედაქტირება
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, იმისათვის, რათა დააფუძნოთ ახალი იურიდიული პირი, საჭიროა თქვენსა და თქვენს ბიზნეს პარტნიორს შორის შედგეს შეთანხმება კომპანიის საქმიანობის ძირითად პრინციპებზე. ეს შეთანხმება ცნობილია, როგორც კომპანიის წესდება.
უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის წესდების შეთანხმების დროს, რეკომენდირებულია, რომ პარტნიორებმა მაქსიმალურად აარიდონ თავი ისეთ შეთანხმებას, რომელიც მხოლოდ შაბლონურად, კანონის სავალდებულო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად არის შედგენილი. მსგავსი წესდებით ფონს გასვლამ, შესაძლოა მომავალში არაერთი პრობლემა შექმნას, რომლის გადასაჭრელადაც თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის არ იარსებებს წინასწარ შეთანხმებული, წერილობით განსაზღვრული წესი.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი ბიზნესი ურთიერთშეთანხმებისა და ნდობის საფუძველზე იწყება, ამიტომ ამ ეტაპზე, რთული წარმოსადგენია, რომ თქვენსა და თქვენს ბიზნეს პარტნიორს შორის მომავალში რაიმე არსებით უთანხმოებას ექნება ადგილი, მაგრამ არ არსებობს გარანტია, პირიქით, ბუნებრივია, რომ დროსთან ერთად, პარტნიორებს შორის გაჩნდეს განსხვავებული შეხედულებები ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, რეკომენდირებულია, რომ წესდების შედგენის დროს, პარტნიორებმა მის ყოველ პირობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ და შეთანხმდნენ წესებზე, რომლებიც სამომავლო მოვლენებზეც იქნება გათვლილი, მაგალითად, რა ხდება, თუკი: გადაწყვეტილების მიღების დროს, ხმები თანაბრად გაიყოფა? ერთ-ერთ პარტნიორს კომპანიის დატოვება სურს? მხარეებს მოგების განაწილება სურთ წილებისგან განსხვავებული წესით? და სხვ.
იურიდიული ფირმა „GLCC“ დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს ბიზნეს პარტნიორებს, რომ კომპანიის ძირითადი დოკუმენტი მაქსიმალურად იყოს მორგებული ყველა შესაძლო სცენარს, რომელიც მომავალში შესაძლოა განვითარდეს. შედეგად, მიუხედავად იმისა, თუ მომავალში როგორ განვითარდება ურთიერთობა პარტნიორებს შორის, იარსებებს წინასწარ განსაზღვრული ე. წ „თამაშის წესები“, რომლებიც მნიშვნელოვნად გაამარტივებენ ბიზნესის ოპერირებას.
კომპანიის ხელმძღვანელ პირ(ებ)თან გასაფორმებელი ხელშეკრულების მომზადება
საქართველოში 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ახალი „მეწარმეთა შესახებ“ კანონი, რომლითაც სავალდებულო ხდება, რომ კომპანიასა და მის ხელმძღვანელ პირს (მაგ.: დირექტორი ან აღმასრულებელი გამგეობის თავმჯდომარე) შორის გაფორმებულ იქნას ე. წ „სასამსახურო ხელშეკრულება“, რომლითაც დადგინდება ის ძირითადი პირობები, რომლის შესაბამისადაც, ხელმძღვანელმა პირმა უნდა განახორციელოს მისი საქმიანობა.
ნებისმიერ კომპანიაში, ხელმძღვანელი პირის ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის წერილობით განსაზღვრას, დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ წინასწარ დადგენილი იყოს ის მოლოდინები, რომელიც კომპანიას გააჩნია მისი აღმასრულებელი რგოლისგან და ასევე, ზუსტად იქნას განსაზღვრული ის უფლებამოსილებები და აკრძალვები, რომლებიც ვრცელდება კომპანიის ხელმძღვანელ პირებზე.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის ხელშეკრულება მაქსიმალურად დეტალურად იქნას შედგენილი იურისტების მიერ, რათა სამართლებრივი განსაზღვრულობის მეშვეობით, დაცული იყოს, როგორც კომპანია, ასევე თავად ხელმძღვანელი პირიც.
მმართველობითი და ზედამხედველობითი ორგანოების შექმნა და სტრუქტურული გამართვა
კომპანიის კაპიტალის სიდიდის ან/და დასაქმებულთა რაოდენობის გათვალისწინებით, ასევე, უბრალოდ, ეფექტური მენეჯმენტისათვის, შესაძლოა თქვენი ბიზნესის ინტერესებში შედიოდეს რამდენიმე დირექორის დანიშვნა (და შესაბამისად, დირექტორთა საბჭოს ჩამოყალიბება), ან სამეთვალყურეო საბჭოს, აუდიტის კომიტეტის და სხვა ორგანოების ჩამოყალილება (მაგ. კომპანიის შიდა დავების განმხილველი საბჭო, ეთიკის კომიტეტი ან სხვ.).
ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საჭირო ხდება, რომ შეიქმნას ამ ორგანოების საქმიანობის მარეგულებელი წესები, რომლებიც მოქცეული იქნება ერთიან, სტრუქტურულად და შინაარსობრივად გამართულ დოკუმენტში, რაც დამატებით შეუწყობს ხელს თქვენი ბიზნესის შიდა-კორპორატიულ წესრიგს.
კომპანიის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ცვლილება
კომპანიის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის სხვა ფორმით შეცვლა მოითხოვს საწარმოს რეორგანიზაციის პროცესის დაწყებაც, რომლის სირთულეც დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ფორმის რომლით შეცვლა სურს განმცხადებელს. მაგალითისთვის, სააქციო საზოგადოებიდან შეზღუდული პასუხისმგელობის საზოგადოებად გარდაქმნა და პირიქით, მიიჩნევა საწარმოს კრედიტორებისთვის ნაკლები რისკის შემცველ რეორგანიზაციად – შესაბამისად, ეს პროცესი დაკავშირებულია გამარტივებულ სარეგისტრაციო წარმოებასთან. მაგრამ, თუკი რეორგანიზაცია მოიცავს სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებს, სარეგისტრაციო წარმოება ბევრად უფრო კომპლექსური ხდება და საჭიროებს დიდ ყურადღებას, რათა ყველაფერი კანონით გათვალისწინებული წესების მიხედვით მოხდეს და ამით, თავიდან იქნას აცილებული პროცესის გაჭიანურების ან საერთოდაც ჩაშლის რისკები.
დამფუძნებლებისა და პარტნიორების შიდა კოპრორატიული ურთიერთობების განსაზღვრა და მათ ინტერესებზე მორგებული კორპორატიული დოკუმენტების მომზადება
კომპანიის დამფუძნებლებსა და პარტნიორებს შორის არსებული ურთიერთობები, ყველაზე ხშირად, საწარმოს წესდებით წესრიგდება. ამ დოკუმენტით წესრიგდება ისეთი საკითხები, როგორიცაა პარტნიორთა კრების კომპეტენცია და გადაწყვეტილების მიღების წესი, კაპიტალის ცვლილებისა და დივიდენდის გაცემის წესები, თუ სხვა. მიუხედავად ამისა, კომპანიის პარტნიორები თავისუფალნი არიან, რომ გააფორმონ ალტერნატიული შეთანხმებებიც, რომლითაც მოწესრიგდება ისეთი საკითხები, რომლებიც ცდება კანონით დადგენილ იმ საკითხების ჩამონათვალს, რომელიც აუცილებლად წესდებით უნდა იყოს მოწესრიგებული.
ასეთ შეთხვევაში, კომპანიის პარტნიორებს შეუძლიათ დადონ პარტნიორთა შეთანხმება, რომელიც, თავისი შინაარსით, ბევრად არ განსხვავდება კომპანიის წესდებისგან, მაგრამ, მნიშვნელოვან განსხვავებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის, რომ არ არის აუცილებელი პარტნიორთა შეთანხმების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. შესაბამისად, ამ გზით, კომპანიის პარტნიორებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ გარკვეული დეტალები, რომლებიც კანონის თანხმად არ არის სავალდებულო, რომ იყოს საჯარო, კომპანიის შიგნით, ერთმანეთთან შეათანხმონ და ამ მხრივ, მათი ურთიერთანამშრომლობა უფრო განსაზღვრული გახადონ.
გარდა ამისა, საწარმოს პარტნიორთა შორის ურთიერთობის მოსაწესრიგებლად არსებობს სხვა არაერთი გარიგების დადების შესაძლებლობაც.
კომპანიის ქონების გაყოფა, პარტნიორის მიერ წილის გატანა, კომპანიიდან გასვლა
ხსენებული საკითხები არსობრივად შეიცვალა 2022 წლის 1 იანვრიდან, როდესაც ძალაში შევიდა ახალი „მეწარმეთა შესახებ“ კანონი, რომელიც მსგავსი პროცესებისთვის ადგენს საკმაოდ ვრცელ და კომპლექსურ წესებს. შესაბამისად, დავის თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩართული ყველა მხარე მოქმედებს იმ წესების მიხედვით, რომელიც დადგენილია კანონით. ამისათვის კი, რეკომენდირემულია პროცესში ჩართულები იყვნენ შესაბამისი კვალიფიკაციის იურისტები.
იურიდიული ფირმა „GLCC“-ის გამოცდილი გუნდი, გაგიწევთ კვალიფიციურ და სრულყოფილ მომსახურებას, თუკი თქვენ გესაჭიროებათ ისეთი მნიშვნელოვანი გარიგებების/დოკუმენტების შედგენა და გაფორმება, როგორიც არის:
სამეწარმეო საზოგადოებებში წილის შეძენის ან გასხვისების შესახებ შეთანხმება
იურიდიული პირის წილის შეძენის, ან გასხვისების დროს, დაინტერესებული მხარეები აფორმებენ წილის ნასყიდობის ხელშეკრულებას. ამ პროცესში კი, აუცილებელია, დარწმუნდეთ, რომ თქვენი, როგორც გარიგების მხარის ინტერესები, ხელშეკრულებაში ზუსტად არის გადმოცემული და არ არსებობს ე.წ „ნაცრისფერი სივრცე“, რომელიც შესაძლოა თქვენს საწინააღმდეგოდ იყოს ინტერპრეტირებული.
ბიზნეს გარიგებებში ხელშეკრულების გამარტივება, ხოლო დანარჩენზე სიტყვიერად შეთანხმება – კარგი გამოსავალი არ არის, რადგან ხშირ შემთხვევაში, წარმატებული გარიგებისთვის, საჭიროა აბსოლუტურად ყველა დეტალის ზუსტად განსაზღვრა. ეს უზრუნველყოფს, რომ ყველა მხარემ წინასწარ, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, ზუსტად იცოდეს, თუ რა უფლებები აქვს და თავად მას რა მოეთხოვება, რათა საბოლოოდ, გარიგება წარმატებული აღმოჩნდეს.
შესაბამისად, რეკომენდირებულია, მსგავს პროცესში შესაბამისი კვალიფიკაციის იურისტი იყოს ჩართული. ჩვენს იურიდიულ ფირმას აქვს წლების გამოცდილება მსგავსი ხელშეკრულებების შედგენაში და კლიენტების ინტერესების დაცვაში.
კომპანიის შერწყმის, გაერთიანების და გამოყოფის შესახებ შეთანხმება
ისევე, როგორც იურიდიული პირის წილის შეძენის/გასხვისების პროცესში, კომპანიათა შერწყმისა, გამოყოფის ან/და გაერთიანების პროცესში, მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმება საჭიროებს სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებას.
იურიდიული ფირმა „GLCC“-ს, წლების მანძილზე, წარმატებით აქვს დასრულებული არაერთი რეორგანიზაციის პროცესი, რომლის ფარგლებშიც მოხდა ერთი კომპანიის მეორესთან შერწყმა, ან ორი (ან რამდენიმე) კომპანიის ერთ ახალ კომპანიად გაერთიანება, ან კომპანიიდან ახალი სამეწარმეო სუბიექტის გამოყოფა.
წილის ნასყიდობასთან და კომპანიების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები
როგორც აღინიშნა, იურიდიული პირის წილის შეძენა/გასხვისება და ასევე, რეორგანიზაცია, საკმაოდ კომპლექსური და რისკებით სავსე პროცესია. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ძირითადი შეთანხმების გაფორმება საკმარისი არ არის და მანამდე, აუცილებელია რომ ტრანზაქციასთან დაკავშირებული ყველა რისკი არამარტო ფინანსურად, არამედ იურიდიულადაც იქნეს შეფასებული. ამ პროცესს „დუ დილიჯენსი“ (Due Diligence), ანუ საჭირო წინდახედულობა ეწოდება.
ამ პროცესში, ტრანზაქციით დაინტერესებულ სუბიექტს გაეწევა იურიდიული მომსახურება, რომლის ფარგლებშიც, წერილობითი დოკუმენტის ფორმით, მეორე მხარესთან თანამშრომლობის შედეგად, ზუსტად იქნება შეფასებული ყველა რისკი, რომელიც ამა თუ იმ წილის შეძენასთან/გასხვისებასთან არის დაკავშირებული. მათ შორის, მაგრამ არამარტო: როგორია კომპანიის დასაქმების პოლიტიკა? ვისთან და რა ტიპის ხელშეკრულებები აქვს ბიზნესს? რა ვალდებულებები და უფლებები აქვს ბიზნესს? რამდენი დავა აქვს და რა პერსპექტივაა, რომ ეს დავა ბიზნესის სასარგებლოდ დასრულდეს?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემის პროცესში, ჩვენი იურიდიული ფირმა გთავაზობთ ყველა რისკისა და ფაქტის სრულყოფილი იურიდიული ანალიზის/შეფასების მომსახურებას, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ უფრო ინფორმირებული ბიზნეს გადაწყვეტილებები.
გარდა ამისა, ბიზნეს ტრანზაქციებში, ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე, გავრცელებულია წინარე ხელშეკრულების დადებისა ან/და არსებითი პირობების ცხრილის (ე. წ „Term Sheet”) შეთანხმების პრაქტიკა. ჩვენი იურიდიული ფირმა კი, ამ პროცესშიც გაგიწევთ იურიდიულ დახმარებას.
ესქრო ხელშეკრულება
გარკვეულ შემთხვევებში, მიუხედავად იმისა, რომ ორი ან რამდენიმე მხარე გამოხატავს აქტიურ ინტერესს, რომ გააფორმონ ერთმანეთთან შეთანხმება, გარკვეულ ეჭვსა და უნდობლობას იწვევს შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც ფინანსურ ვალდებულებებს ეხება.
ასეთ შემთხვევებში, საიმედო და ოპტიმალური გამოსავალია ესქრო ხელშეკრულების გაფორმება, რაც ითვალისწინებს ნასყიდობის თანხის მესამე პირის – ესქრო აგენტის ანგარიშზე განთავსებას, რომელმაც წინასწარ იცის მხარეთა შორის არსებული შეთანხმების პირობები, მათ შორის, თუ რა წინაპირობების შესრულებაზეა დამოკიდებული თანხის გადახდა. შესაბამისად, ესქრო აგენტი მყიდველის თანხას გამყიდველის სასარგებლოდ გასცემს მას შემდეგ, რაც მას, წინასწარ შეთანხმებული წესითა და ფორმით, წარედგინება მტკიცებულება, რომ შესრულებულია გადახდის სანაცვლო წინაპირობები/ვალდებულებები.
რა თქმა უნდა, მსგავსი ხელშეკრულებაც, მოითხოვს ყურადღებასა და დეტალურ ანალიზს, რისთვისაც აუცილებელია იურისტის კონსულტაცია.
„GLCC”-ის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და ძლიერ მიმართულებას წარმოადგენს.
ფირმის მმართველი პარტნიორის – ირაკლი გაფრინდაშვილის ხელმძღვანელობით, GLCC-ის გუნდს მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოში წარმოებულ უმეტეს მნიშვნელოვან გადახდისუუნარობის საქმეებში. ჩვენი მომსახურება მოიცავს როგორც გადახდისუუნარობის პროცესში მოვალის იურიდიულ მხარდაჭერას და პროცესის წარმართვას, ასევე კლიენტების, როგორც კრედიტორების ინტერესების დაცვას.
მომსახურების ეს სფერო განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2021 წლიდან, როდესაც ძალაში შევიდა ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ ახალი კანონი. აღნიშნულმა კანონმა კერძო, სპეციალიზებული იურისტებს მიანდო გადახდისუუნარობის პროცესის სრულად წარმართვა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის პროფესიის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
„GLCC”-ის გუნდი ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელიც შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე უზრუნველყოფს რეაბილიტაციისა და გაკოტრების მმართველის ფუნქციების შესრულებას.
„GLCC”-ის იურისტები ფირმის კლიენტებისათვის ასევე უზრუნველყოფენ ფირმების ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის პროცესების წარმართვას, რაც პრობლემური ბიზნეს პროცესების დასრულებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია.
„GLCC” კლიენტებს სთავაზობს გადახდისუუნარობასთან დაკავშირებული რისკების ანალიზს და კლიენტებს ურჩევს ოპტიმალურ, ეფექტურ სამართლებრივ გზებს ფინანსური სირთულეების დასაძლევად, მათ შორის, რესტრუქტურიზაციისა და რეაბილიტაციის ან კრედიტორებთან რეგულირებული შეთანხმების გზით.
თანამედროვე ბიზნეს ურთიერთობებში კერძო პირებს შორის დავის დროულად და ეკონომიურად გადაწყვეტამ უაღრესად დიდი მნიშვნელობა შეიძინა. შესაბამისად, ზოგიერთი სამართლებრივი კონფლიქტის სასამართლოს გზით გადაწყვეტა მოკლებულია აზრს და მოდავე მხარეთა ინტერესებს. ამიტომაც, იურიდიული ფირმა GLCC გთავაზობთ ისეთ დროულ და ხარჯეფექტურ დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ (ADR) საშუალებებს, როგორებიცაა: მედიაცია და არბიტრაჟი.
არბიტრაჟი
არბიტრაჟი არის კერძო, ნებაყოფლობითი და კონფიდენციალური პროცესი, სადაც დავა მხარეთა შეთანხმებით გადაეცემა ერთი ან მეტი არბიტრისგან შემდგარ ტრიბუნალს, რომლის გადაწყვეტილებაც მხარეთათვის საბოლოო და სავალდებულოა. სასამართლოსთან შედარებით არბიტრაჟი არის სწრაფი და ეკონომიური პროცესი, რომელიც მხარეებს მისი კონტროლისა და მოქნილობის მაღალ ხარისხს სთავაზობს. ასევე, მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეარჩიონ დავის გადამწყვეტი მათთვის მისაღები, ნეიტრალური და სანდო არბიტრი.
ჩვენი იურიდიული ფირმა გთავაზობთ მაღალკვალიფიციური და გამოცდილი არბიტრების მომსახურებას, ისევე როგორც არბიტრაჟში წარმომადგენლობას.
მედიაცია
მედიაცია დავის მოგვარების მოქნილი და ნებაყოფლობითი საშუალებაა, რომლის დროსაც მიუკერძოებელი მხარე, მედიატორი, მოდავე მხარეებს ურთიერთმისაღები შეთანხმების მიღწევაში ეხმარება. სასამართლო და საარბიტრაჟო წარმოებისაგან განსხვავებით მედიაცია გაცილებით სწრაფი, ხელმისაწვდომი, მხარეთა ინტერესებზე მორგებული და სრულად კონფიდენციალური პროცესია. შესაბამისად, იურიდიული ფირმა GLCC-ს გთავაზობთ დამოუკიდებელ, ნეიტრალურ, ობიექტურ და მიუკერძოებელ მედიატორებს, რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენთვის კონფიდენციალურ და თანამშრომლობისათვის განწყობილი ატმოსფეროს შექმნას.
მედიაციისა და არბიტრაჟის მიმართულებას ფირმაში უძღვება საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკრედიტებული წევრი, დავების განმხილველი ცენტრის (DRC) არბიტრი, ასევე ინდიანას შტატში სერტიფიცირებული მედიატორი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრის (ტურინი) შრომითი მედიაციის კურსდამთავრებული, ფირმის დამფუძნებელი პარტნიორი, – შალვა ცხაკაია. მედიაციის სფეროში მასთან ერთად მუშაობს, მედიაციის ტრენინგის კურსდამთავრებული და მრავალ მედიაციაგამოვლილი, – ფირმის იურისტი ენრი აბულაძე.
საინფორმაციო ტექნოლოგიების, კრიპტო ვალუტისა და სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიისთვის იურიდიული მომსახურება, „GLCC”-ის პრაქტიკის სფეროს ერთ-ერთი პოპულარული და მოთხოვნადი მიმართულებაა.
თანამედროვე სამყაროში, სადაც გაციფრულება ბიზნეს პროცესების განუყოფელი ნაწილია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საინფორმაციო ტექნილოგიების ისეთი იურიდიული მომსახურება, როგორიცაა:
- ვებ. პლატფორმებისთვის სამომხმარებლო შეთანხმების, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობების, დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულების, პროდუქტის უკან დაბრუნების პოლიტიკისა და სხვა ტიპისი დოკუმენტების მომზადება;
- კომუნიკაციების კომისიასთან და სახელმწიფო ისნპექტორის სამსახურთან ურთიერთობა (ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვება);
- კრიპტო ინვესტირების სამართლებრივი მხარდაჭერა;
- საავტორო უფლების, პატენტისა და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია და სალიცენზიო ხელშეკრულების მომზადება.
GLCC-ის გამოცდილი გუნდი ათწლეულზე მეტია, უწყვეტად და წარმატებით ემსახურება საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის სფეროს წარმომადგენელ ქართულ და უცხოურ კომპანიებს.
მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების ფონზე, „GLCC”-ის გუნდმა შეძლო კარგი რეპუტაციის გამომუშავება, როდესაც საქმე ეხება ჩვენი კლიენტების წარმომადგენლობას სასამართლო დავებში. არაერთ წარმატებულ ისტორიაში, რომელიც გვქონდა წლების მანძილზე, ბევრ ფაქტორს აქვს წვლილი შეტანილი, მაგრამ უმთავრესად ჩვენს იმ სტანდარტებს, რომლებიც აქცენტს დეტალებზე, დისციპლინაზე, სტრუქტრულად (პროცესუალურად) გამართულ წარმომადგენლობასა და კლიენტთან კომუნიკაციაზეა აკეთებს.
იურიდიული ფირმა „GLCC” იქნება თქვენი საიმედო წარმომადგენელი სასამართლოებში ნებისმიერი იმ საქმის ფარგლებში, რომელიც ეხება სახელშეკრულებო, შრომით, კორპორატიულ, სამშენებლო, ადმინისტრაციულ ან საგადასახადო დავას.
როგორც ნებისმიერი წარმატებული იურიდიული ფირმა, ჩვენც განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ კლიენტის სასამართლოში წარმომადგენლობის სერვისს, რადგან ადვოკატობის პროცესში მიღწეული წარმატება, კარგი მდგენელია სხვა იურიდიული სერვისების ხარისხისთვისაც. ჩვენთან თანამშრომლობით, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენს საქმეზე მუშაობენ ადვოკატები, რომლებიც თავიანთ მაქსიმუმს გააკეთებენ, იმისდა მიუხადავად, თუ რა მასშტაბის დავაზეა საუბარი.