თამარ ნამგალაძე GLCC-ის იურიდიულ ფირმაში უმცროსი იურისტის პოზიციას იკავებს. თამარი GLCC-ის გუნდს 2023 წლიდან შემოურთდა და შემდგომ თანდათანობით დაწინაურდა.
მისი პრაქტიკის სფეროში შედის კორპორატიული სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, აგრეთვე საგადასახადო სამართალი და უძრავი ქონების, საკუთრებისა და მიწასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები.
თამარის პასუხისმგებლობებს შორის შედის კლიენტების კონსულტირება სხვადასხვა კორპორატიულ საკითხებთან დაკავშირებით, სხვადასხვა კომპლექსური ხასიათის ხელშეკრულებების შედგენა, მემორანდუმებისა და იურიდიული დასკვნების მომზადება, ასევე კომპანიების დიუ დილიჯენსის ჩატარებაში დახმარება.
GLCC იურიდიულ ფირმაში გადასვლამდე, თამარს ჰქონდა სტაჟირების გამოცდილება იურიდიული დახმარების კლინიკაში. შემდგომ კი იგი დაწინაურდა, როგორც უმცროსი იურისტი საქართველოს ერთ-ერთ წამყვან სადაზღვევო კომპანიაში.
თამარმა 2021 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა და მიიღო სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2023 წელს კი დაასრულა მაგისტრატურა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, კერძო სამართლის მიმართილებით. 2022-2023 წლებში თამარმა მოიპოვა სტიპენდია ევროკავშირის დაფინანსებული Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში და ისწავლა LUMSA-ს უნივერსიტეტში (იტალია).
2024 წლიდან, თამარი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (სამოქალაქო სამართლის სპეციალზიაცია).
ქართულის გარდა, თამარი თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.