გვანცა კვარაცხელია
Hello
გვანცა კვარაცხელია
იურისტი
About Me

გვანცა  არის იურისტი იურიდიულ ფირმა GLCC-ში. მისი პრაქტიკული საქმიანობის სფერო მოიცავს სამოქალაქო სამართალს, ადმინისტრაციულ სამართალსსამეწარმეო სამართალს,  სამშენებლო სამართალს, სააღსრულებო სამართალს, შრომის სამართალს, სარჩელების, შესაგებლების, საჩივრების მომზადებას, სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტების წერასა და ანალიზს, სამართლებრივი საკითხების კვლევას.


გვანცა ჩვენს გუნდს შემოუერთდა 2022 წელს. გვანცამ გაიარა სტაჟირება ჩვენს იურიდიულ ფირმაში, ასევე, იკავებდა იურისტის თანაშემწისა და უმცროსი იურისტის პოზიციებს. GLCC-ში მუშაობის დაწყებამდესტაჟირება გაიარა სსიპ-იუსტიციის სახლში. გარდა ამისა, მუშაობდა შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანიაში.
გვანცამ 2022 წელს დაასრულა საქართველოს უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის განმავლობაში, გვანცამ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ეროვნულ თუ საერთაშორისო პროექტშიტრენინგსა და კონკურსში. ამჟამად კი, სწავლობს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის თანამედროვე კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.


2023 წელს გვანცამ წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით და არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
მშობლიური ქართული ენის გარდა, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.


 

Go to Top