ალექსანდრე ქამუშაძე
Hello
ალექსანდრე ქამუშაძე
დირექტორი
About Me

ალექსანდრე ქამუშაძე არის იურიდიული ფირმა GLCC-ის პარტნიორი და დირექტორი. მისი სამუშაო პრაქტიკა ძირითადად მოიცავს სამშენებლო სამართალს, საგადასახადო სამართალს, საკორპორაციო სამართალს, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო სამართალს და სააღსრულებო სამართალს.


ალექსანდრემ თავისი პროფესიული კარიერა დაიწყო საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „ირაო“-ში, სადაც მისი ძირითადი საქმიანობა მოიცავდა კონტრაქტების ანალიზს, კომპანიის მიერ შემუშავებულ ახალი სადაზღვევო პროდუქტებისთვის კონტრაქტის ნიმუშების მომზადება, კომპანიის ინტერესების დაცვა სასამართლოსა და არბიტრაჟში. მოგვიანებით ის გადავიდა ქ. თბილისის მერიაში, ქონების მართვის დეპარტამენტში. მან მონაწილეობა მიიღო არაერთი ნორმატიული აქტის პროექტის შემუშავებაში.


შემდგომ ალექსანდრემ მუშაობა დაიწყო „GLCC“-ში იურისტად და მოგვიანებით გახდა მისი დირექტორი და პარტნიორი. საბოლოოდ, კომპანიის ხელმძღვანელობასა და მართვის პარალელურად, ის კომპანიის კლიენტებს უწევს იურიდიულ და საადვოკატო მომსახურებას, ადგენს ხელშეკრულელებებს და მოლაპარაკებებს აწარმოებს კლიენტის სახელით.
ალექსანდრე უძღვება ინტენსიურ სატრენინგო კურსს სამშენებლო სამართალში მოქმედი იურისტებისთვის, არქიტექტორებისთვის და დეველოპერებისთვის. ის ასევე კონსულტაციას უწევს სადაზღვევო და საბროკერო კომპანიებს.


ალექსანდრემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი. 2008 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და მოპოვებული აქვს საადვოკატო საქმიანობის უფლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით. ქართული არის მისი მშიბლიური ენა, ალექსანდრე ასევე თავისუფლად საუბრობს ინგლისურ და რუსულ ენებზე.

Go to Top