დიანა ინანაშვილი

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

E-mail: dinanashvili@glcc.ge

დიანა ინანაშვილი GLCC-ს გუნდს შემოუერთდა 2018 წლიდან, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

იგი ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხს, ჟურნალისტიკის სპეციალობით, ხოლო მაგისტრის ხარისხი მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების დარგში.

დიანა ინანაშვილს აქვს 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით როგორც საჯარო, ასევე კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ძირითადი პროფესიის გარდა, დიანას აქვს გავლილი სხვადასხვა ტრენინგ-კურსი როგორც საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში, ასევე საზღვარგარეთ, კერძოდ: ტალინის დიპლომატიური სკოლის კურსი „მოლაპარაკების წარმოებასა და გადაწყვეტილების მიღების ტექნიკაში“,  „აღმასრულებელი ლიდერობის კურსი“ სომხეთის ამერიკულ უნივერსიტეტში, „სტრატეგიული ლიდერობის კურსი“ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის აკადემიისა და ქრენფილდის უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.

დიანა ინანაშვილმა დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პიარ-სკოლა; ასევე, იგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის კავკასიური სკოლის კურსდამთავრებული პიარისა და კომუნიკაციის მენეჯმენტის სპეციალიზაციით.

2017 წელს დიანამ წარმატებით დაამთავრა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა და მიიღო ევროპის საბჭოს სპეციალური სერტიფიკატი ქ. სტრასბურგში, პოლიტიკური სწავლების სკოლების პროგრამის ფარგლებში.

მშობლიური ქართული ენის გარდა, იგი ფლობს ინგლისურ და ფრანგულ ენებს.