გიორგი კიკიანი

უმცროსი იურისტი

E-mail: gkikiani@glcc.ge

გიორგი კიკიანი არის უმცროსი იურისტი იურიდიულ ფირმა GLCC-ში. მისი პრაქტიკული საქმიანობის სფერო მოიცავს სახელშეკრულებო სამართალს, სამეწარმეო სამართალს, საგადასახადო სამართალსა და შრომის სამართალს. აგრეთვე, სარჩელების, შესაგებლების, საჩივრების მომზადებასა და სხვადასხვა ტიპის სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავებასა და ანალიზს.

GLCC-ში უმცროსი იურისტის პოზიციაზე მუშაობის დაწყებამდე, გიორგიმ გაიარა სტაჟირება საქართველოს უზენაეს სასამართლოში და ასევე 3 თვიანი სტაჟირება  ჩვენს იურიდიულ ფირმაში.

გიორგი კიკიანმა 2018 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი.  ამჟამად, ის სწავლობს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე, საგადასახადო სამართლის კონცეტრაციით.

სწავლის პერიოდში იგი აქტიურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სტუდენტურ კონფერენციებსა და ღონისძიებებში, მათ შორის, მონაწილეობა მიიღო და გამარჯვება მოიპოვა კლიენტთა კონსულტირების ეროვნულ შეჯიბრში 2019 წლის თებერვალში.

მშობლიური ქართული ენის გარდა, იგი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.