ქეთევან მახათელაშვილი

იურისტის დამხმარე

 E-mail: kmakhatelashvili@glcc.ge

ქეთევან მახათელაშვილი 2020 წლიდან არის იურისტის თანაშემწე იურიდიულ ფირმა
GLCC-ში. მისი პრაქტიკული საქმიანობის სფერო მოიცავს სახელშეკრულებო სამართალს,
სამეწარმეო სამართალს, პერსონალური მონაცემების დაცვის სამართალს,
ადმინისტრაციულ სამართალს; სარჩელების, შესაგებლის, საჩივრების მომზადებას,
სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტების წერასა და ანალიზს, სამართლებრივი
საკითხების კვლევას.
GLCC-ში მუშაობის დაწყებამდე ქეთევანმა გაიარა სტაჟირება ჩვენს იურიდიულ
ფირმაში. გარდა ამისა, ქეთევანს გავლილი აქვს სტაჟირება სხვადასხვა იურიდიულ
კომპანიაში.
ქეთევანმა 2019 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული
ფაკულტეტი და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი. 2019 წლიდან დღემდე ის სწავლობს
ამავე უნივერსიტეტში კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე. ევროკომისიის მიერ
დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში იგი ასევე სწავლობდა გერმანიაში,
ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში, ხოლო გერმანიის აკადემიური გაცვლის
სამსახური-DAAD-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, გერმანიაში,
ზაარლანდის უნივერსიტეტში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის განმავლობაში, ქეთევანმა
მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ლოკალურ თუ საერთაშორისო პროექტში. მათ შორის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰუმბოლტის უნივერსიტეტის გაცვლით
კონფერენციაში (Netzwerk Ost-West / Tbilisi Berlin 2019).
მშობლიური ქართული ენის გარდა იგი ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ
ენებს.