მარიამ კახიძე

უმცროსი იურისტი

E-mail: mkakhidze@glcc.ge

მარიამ კახიძე არის უმცროსი იურისტი 2019 წლიდან. მისი საქმიანობის სფერო მოიცავს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, შრომის სამართალს; სარჩელების, შესაგებლების, საჩივრებისა და სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტაციის წერასა და ანალიზს; საკანონმდებლო ცვლილებების კვლევას.

სტაჟირების შემდგომ მარიამ კახიძე ჩვენს იურიდიულ ფირმაში დასაქმდა. გარდა ამისა, მარიამს აქვს სხვადასხვა იურიდიულ კომპანიაში იურისტის ასისტენტად და იურისტად მუშაობის გამოცდილება, გავლილი აქვს სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში.

მარიამ კახიძემ 2016 წელს დაამთავრა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და მიიღო ბაკალავრის ხარისხი. 2017 წლის ივნისში წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. იმავე წელს, ამერიკული სამართლის სკოლისა და TransLegal–ის მიერ ორგანიზებული სამართლებრივი ინგლისურის კურსის წარმატებით დასრულების შემდგომ, მიიღო დაფინანსება და სწავლობდა ჩიკაგო–კენტის ამერიკული სამართლის სკოლის ორსემესტრიან კურსზე ბიზნეს სამართალში. 2018 წლიდან დღემდე სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე. ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში მარიამ კახიძე სწავლობდა ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში (საფრანგეთი).

მშობლიური ქართული ენის გარდა, იგი ფლობს ინგლისურ და გერმანულ ენებს.