- ფირმა თავისი საქმიანობის განხორციელებისას დამოუკიდებელია ყოველგვარი გარეშე გავლენის ან ზეწოლისგან, ხელმძღვანელობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით და მოცემული ეთიკის ნორმებით.
- ფირმის საქმიანობა ეფუძნება კეთილსინდისიერებას, კომპეტენტურობასა და მიუკერძოებლობას, ფირმის მოქმედება არ უნდა აყენებდეს ეჭვქვეშ კლიენტის ნდობას ფირმისადმი.
- ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა ფირმისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, კონფიდენციალურია.
- ფირმა მოქმედებს კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე და კლიენტის ინტერესს აყენებს საკუთარ ან სხვა ნებისმიერი პირის ინტერესზე მაღლა.
- ფირმას უფლება არა აქვს, რჩევა მისცეს ან ემსახუროს ორ ან მეტ კლიენტს ერთ საქმეზე, თუკი არსებობს აღნიშნული კლიენტების ინტერესებს შორის კონფლიქტი.
- ფირმას არა აქვს უფლება, შეწყვიტოს კლიენტის ინტერესების დაცვა, ამისათვის პატივსადები საფუძვლის არსებობის გარეშე. დაუშვებელია საქმეზე უარის თქმის უფლებით სარგებლობა, როდესაც კლიენტი უძლურია, ისარგებლოს სხვა ადვოკატის ან ფირმის იურიდიული მომსახურებით.
- შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ოდენობა ან მისი გამოთვლის წესი წინასწარ უნდა იქნას ცნობილი და მისაღები კლიენტისათვის.
- ფირმის მიზანია დავის მინიმალური დანახარჯებით გადაწყვეტა, მინიმალურ ვადებში, კლინეტის ინტერესებიდან გამომდინარე.
- დაუშვებელია სასამართლოსათვის წინასწარ შეცნობით ყალბი მტკიცებულების მიწოდება.
- ფირმა ვალდებულია, პატივი სცეს სხვა ადვოკატებს და იურიდიული მომსახურების გამწევ ორგანიზაციებს.