ამზა კაკაურიძე

 იურისტი

E-mail: akakauridze@glcc.ge

ამზა კაკაურიძე 2016 წლის ივნისიდან არის  იურისტი იურიდიულ ფირმა GLCC-ში. მისი საქმიანობის სფერო მოიცავს როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სამოქალაქო სამართალს, მათ შორის, საპროცესო სამართალს, სახელშეკრულებო სამართალს, სამეწარმეო სამართალს, შრომის სამართალს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალს, სააღსრულებო სამართალს; აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, ასევე, ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ რეგულაციების ანალიზსა და მოკვლევას; სარჩელების, შესაგებლების, საჩივრების მომზადებასა და სხვადასხვა ტიპის სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავებასა და ანალიზს, წარმომადგენლობას როგორც სასამართლო და საარბიტრაჟო სხდომებზე, ასევე, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოში.

GLCC-ში  იურისტის პოზიციაზე მუშაობის დაწყებამდე, ამზამ სტაჟირება გაიარა ჩვენს იურიდიულ ფირმაში.

2015 წლის ივლისიდან ნოემბრის თვის ჩათვლით, ამზა გადიოდა სტაჟირებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. 2014 წლის ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით იყო სტაჟიორი „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ხოლო 2014 წლის თებერვლიდან ოქტომბრის ჩათვლით კი გადიოდა სტაჟირებას „თბილისელების ადვოკატის“ უფასო იურიდიული დახმარების სამართლის კლინიკაში.

ამზა კაკაურიძემ 2018 წელს დაამთავრა „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ სამაგისტრო პროგრამა შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის მიმართულებით. ხოლო 2014 წელს გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრი.

სწავლის პერიოდში ამზა აქტიურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სტუდენტურ აქტივობებსა და იმიტირებულ პროცესებში.

მშობლიური ქართული ენის გარდა, ამზა ფლობს ინგლისურ ენას.