დიანა ინანაშვილი

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

E-mail: dinanashvili@glcc.ge

დიანა ინანაშვილი GLCC-ს გუნდს შემოუერთდა 2018 წლიდან, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე. იგი ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხს, ჟურნალისტიკის სპეციალობით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მინიჭებულ საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხს.

დიანა ინანაშვილს აქვს 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით როგორ საჯარო, ასევე კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

გარდა ძირითადი სპეციალობისა, დიანას გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგ-კურსები როგორც საქართველოს, ასევე სხვადასხვა ქვეყანის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში, კერძოდ: ესტონეთში, ქ. ტალინის დიპლომატიურ სკოლაში „მოლაპარაკებების ხელოვნების კურსი“, სომხეთის ამერიკულ უნივერსიტეტში „აღმასრულებელი ლიდერობის კურსი“, დიდი ბრიტანეთის ქრენფილდის უნივერსიტეტისა და თავდაცვის აკადემიის ერთობლივი პროგრამა სტრატეგიული  მართვის სპეციალობით.

დიანა არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პიარ-სკოლის კურსდამთავრებული და ასევე, იგი ფლობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კავკასიის მედია-მენეჯმენტის სკოლის სერტიფიკატს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის მენეჯმენტის სპეციალიზაციით.

2017 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა და მიიღო ევროპის საბჭოს მიერ გაცემული დიპლომი, ქ. სტრასბურგში.

გარდა ქართული ენისა, დიანა ფლობს ინგლისურ და ფრანგულ ენებს.