ბელონა ჩირაძე

უმცროსი იურისტი

E-mail: bchiradze@glcc.ge

ბელონა ჩირაძე არის უმცროსი იურისტი ჩვენს ოფისში. მისი საქმიანობის სფერო მოიცავს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, შრომის სამართალს, სარჩელების, საჩივრებისა და შესაგებლების მომზადებას, სამართლებრივი საკითხების კვლევას, სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის წერასა და ანალიზს, საჯარო ორგანოებიდან სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის გამოთხოვას და სხვა.

სტაჟირების შემდგომ ბელონა ჩირაძე ჩვენს იურიდიულ ფირმაში დასაქმდა. გარდა ამისა, ბელონას აქვს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

მან 2016 წელს დაამთავრა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და მიიღო ბაკალავრის ხარისხი. ამჟამად, ბელონა არის ნიუ-ვიჟენ უნივერსიტეტის შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის მაგისტრატურის  სტუდენტი.

თავისუფალ და ნიუ-ვიჟენ უნივერსიტეტებში სწავლის განმავლობაში, ბელონამ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნულ შეჯიბრში, საზაფხულო და ზამთრის სკოლასა და კონფერენციაში, მათ შორის ვილემ ვისის სახელობის 24-ე საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებულ პროცესებში (ვენა, ავსტრია, 2017), ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებულ პროცესებში (ბრატისლავა, სლოვაკეთი, 2016) და სხვადასხვა ეროვნულ შეჯიბრში (ძირითადად დავის ალტერნატიული გადაწყვეტისა და ბიზნეს სამართლის სფეროში ჩატარებულ პროცესებში).

მშობლიური ქართული ენის გარდა, ბელონა ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.