ირინე ქართველიშვილი

უმცროსი იურისტი

E-mail: iqartvelishvili@glcc.ge

ირინე ქართველიშვილი არის უმცროსი იურისტი იურიდიულ ფირმა GLCC-ში. მისი პრაქტიკული საქმიანობის სფერო მოიცავს სახელშეკრულებო სამართალს, სამეწარმეო სამართალს, შრომის სამართალს, სარჩელების, შესაგებლების, საჩივრების მომზადებასა და სხვადასხვა ტიპის სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავებასა და ანალიზს.

GLCC-ში უმცროსი იურისტის პოზიციაზე მუშაობის დაწყებამდე, ირინემ სტაჟირება გაიარა ჩვენს იურიდიულ ფირმაში.

ირინე ქართველიშვილმა 2017 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი.  ამჟამად ის სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.

სწავლის პერიოდში იგი აქტიურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სტუდენტურ კონფერენციებსა და იმიტირებულ პროცესებში.

ირინემ 2017 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით და გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

მშობლიური ქართული ენის გარდა, იგი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.