ალბერტ ეზეროვი

პარტნიორი

E-mail: ayerezov@gmail.com

ალბერტ ეზეროვი არის იურიდიული ფირმა GLCC-ის მმართველი პარტნიორი უკრაინაში, ქ. ოდესა. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს საბაჟო, შრომის, კონსტიტუციური და  სატრანსპორტო სამართალი. აგრეთვე საკითხები, რომლებიც დაკავშირებული არის ორგანიზაციების შერწყმა-გაერთიანებასთან.

იურიდიული კარიერის საწყის ეტაპზე  2003-2015 იგი მუშაობდა იურისტის თანაშემწედ,  შემდეგ უფროს იურისტად შვეიცარულ აგრო მრეწველობის ჰოლდინგში, სადაც იგი ახორციელდებდა სამართლებრივი საკითხების მოწესრიგებას. მის ფუნქციებში  შედიოდა  ეკონომიკური საკითხების ექსპერტიზა. ამასთანავე, იგი წარმოადგენდა კომპანიის  ინტერესებს სასამართლოში; აქვს  კორპორატიული იურისტის გამოცდილება.

2015-2016 წლებში ალბერტ ეზეროვი მუშაობდა იურიდიული განყოფილების აპარატის უფროსად, ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციაში. იურიდიული განყოფილება მისი ხელმძღვანელობით ახორციელებდა აპარატის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას. მისი საქმიანობა მოიცავდა მიწის, შრომის, ფინანსური და სხვა  მიმართულებების სამართლებრივ რეგულირებას. 2016 წლის აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით იგი ოდესის საბაჟოს  (უკრაინის უდიდესი საბაჟოს) უფროსის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა.

ალბერტ ეზეროვმა დაამთავრა ოდესის ეროვნული იურიდიული აკადემია წარჩინებით, ხოლო მაგისტრატის ხარისხი დაიცვა  საზღაო და საბაჟო სამართლის კათედრაზე და მიენიჭა სამართლის მაგისტრის კვალიფიკაცია. (იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი: 2007წ.  დოცენტი: 2013წ.)

2006 წლიდან იგი ლექციებს კითხულობს ოდესის ეროვნული უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კათედრაზე, მიჰყავს სხვადასხვა  კურსები ადვოკატურის ფაკულტეტზე, მოსამართლეთა პროფესიული მომზადების კურსებზე და სახელმწიფო სამსახურის მაგისტრატურაზე.