Revaz-Tkavadze400რევაზ ტყავაძე 

მოწვეული მრჩეველი

E-mail: rtkavadze@glcc.ge

რევაზ ტყავაძე GLCC-ს შემოუერთდა 2013 წელს მოწვეული სპეციალისტის სტატუსით, იგი ამავე დროს არის კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორიც. მას გააჩნია ბიზნესისა და კომერციული სამართლის სპეციალიზაციით მუშაობის 10 წლიანი სტაჟი. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: საერთაშორისო საფინანსო სამართალი, პროექტების ფინანსირება, კორპორატიული სამართალი, ერთობლივი საწარმოების ორგანიზება და საგადასახადო სამართალი.  

ბატონი რეზო პარალელურად იკავებს სს “საპარტნიორო ფონდის” იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას. 2015 წლისდან იგი ასევე გახლავთ რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოს, სს “საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ისრაელში დაფუძნებული, საერთაშორისო თავდაცვის სფეროში მოღვაწე, მსოფლიოში წამყვანი კომპანიის Elbit Systems–Cyclone-ის ჯგუფში შემავალი საწარმოს სს “აერო სტრუქტურული ტექნოლოგიები-ციკლონის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

ბატონმა რევაზმა 2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუიდიული ფაკულტეტი და მას მიენიჭა ბაკალავრის წოდება. მოგვიანებით მან წარმატებით დაამთავრა სამაგისტრო პროგრამა ლონდონის King’s College-ში სადაც მას მიენიჭა მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო საფინანსო სამართლის მიმართულებით, მას ასევე მიღებული აქვს მაგისტრის დიპლმი საერთაშორისო ბიზნეს სამართლის განხრით ქ. ლისაბონის  Catolica Global School of Law-დან.