მეგი დიასამიძე

იურისტი

E-mail: mdiasamidze@glcc.ge

მეგი დიასამიძე გახლავთ იურიდიულ ფირმა GLCC-ის იურისტი. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს განეკუთვნება: სახელშეკრულებო სამართალი, სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო სამართალი, კორპორაციული სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, სააღსრულებო სამართალი, შშმ პირთა უფლებები, პერსონალურ მონაცემთა დაცვა.

2015 წელს მეგიმ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და  მიიღო ბალაკავრის ხარისხი. 2017 წელს მან ასევე წარჩინებით დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა და მიიღო მაგისტრის დიპლომი.  ამჟამად მეგი სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამართლის სადოქტორო პროგრამაზე.

2016 წლის განმავლობაში სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სწავლის გაგრძელების მიზნით მეგი იმყოფებოდა ფინეთის ქალაქ ტურკუში, სადაც წარმატებით გაიარა ისეთი საგნები, როგორიცაა საერთაშორისო დაბეგვრა, კორპორატიული დანაშაული (“White Collar Crime”), საერთაშორისო და ევროპული ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საფუძვლები, ხელშეკრულების დადებისა და რისკების პროაქტიული მართვა, პროაქტიული კანონი და დავების პრევენცია.

2017 წელს მეგიმ ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით და გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

მეგის გავლილი აქვს სტაჟირება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, სხვადასხვა ტიპის იურიდიულ სასერტიფიკატო კურსები, მიღებული აქვს მონაწილეობა საერთაშორისო კვლევაში სოციალურ უფლებებზე და  სხვადასხვა სამართლებრივ სკოლაში თემაზე: საგადასახადო სამართალი, სააღსრულებო სამართალი, შრომის სამართალი.

გარდა ქართულისა  მეგი თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.