Rusudan400რუსუდან ოთიაშვილი

იურისტი

 E-mail: rotiashvili@glcc.ge

რუსუდან ოთიაშვილი არის იურიდიული ფირმა GLCC-ის იურისტი. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს განეკუთვნება სახელშეკრულებო სამართალი, სამოქალაქო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, შრომის სამართალი.

GLCC-ში იურისტის პოზიციაზე მუშაობის დაწყებამდე, რუსუდანმა სტაჟირება გაიარა ჩვენს იურიდიულ ფირმაში. ამას გარდა, იგი მუშაობდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრის სტაჟიორ–იურისტად.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მან მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ტრენინგებსა და  სამართლის სკოლებში,  ასევე ეროვნულ და საერთაშორისო დონის სხვადასხვა შეჯიბრში, როგორიცაა ვილიამ ვისის სახელობის 22-ე იმიტირებული პროცესი საერთაშორისო კერძო არბიტრაჟში (ვენა, ავსტრია, 2015) და შეჯიბრი კლიენტთა კონსულტირების უნარ-ჩვევებში. 2016-2017 წლებში კი იყო ვილიამ ვისის სახელობის საერთაშორისო კერძო არბიტრაჟის იმიტირებულ პროცესში მონაწილე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდის მწვრთნელი.

რუსუდანმა 2014 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი, ხოლო 2016 წელს დაასრულა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის, შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა, რის შედეგადაც მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი.

მშობლიური ქართული ენის გარდა, რუსუდანი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.