ნიკოლოზ აბუთიძე

იურისტი

E-mail: nabutidze@glcc.ge

ნიკოლოზ აბუთიძე 2013 წლიდან გახლავთ ურიდიული ფირმა GLCC-ის იურისტი. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს განეკუთვნება: ადმინისტრაციული სამართალი, საგადასახადო სამართალი, სამშენებლო სამართალი, სამეწარმეო სამართალი, შრომის სამართალი, სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოება. ნიკოლოზი წარმატებით იცავს კლიენტთა ინტერესებს სასამართლოში, რაც გამოიხატება კლიენტების სასარგებლოდ დასრულებულ  არაერთ საქმეში.

გარდა პრაკტიკული საქმიანობისა, ნიკოლოზი აქტიურადაა ჩართული აკადემიურ სფეროში. კერძოდ, ნიკოლოზი არის ევროპის აკადემიური ცენტრის მოწვეული ლექტორი და ატარებს ტრენინგებს სამშენებლო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. ტრენინგები განკუთვნილია სხვდასხვა საჯარო და კერძო ორგანიზაციებში დასაქმებული პირებისათვის.

ნიკოლოზმა 2009 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და მიიღო ბაკალავრის ხარისხი. მან აგრეთვე წარმატებით დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა და მოიპოვა მაგისტრის ხარისხი.

ნიკოლოზ აბუთიძეს გავლილი აქვს სხვასახვა ტიპის იურიდიული და საგადასახადო სასერთიფიკატო კურსები, მათ შორის მიღებული აქვს საქართველოს იურისტთა ასოციაციის სერტიფიკატი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

გარდა ქართული ენისა ნიკოლოზი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.