გრიგოლ მუმლაძე

პარტნიორი

E-mail: gmumladze@glcc.ge

გრიგოლ მუმლაძე გახლავთ იურიდიული ფირმა GLCC-ის პარტნიორი 2013 წლიდან. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს განეკუთვნება: სამეწარმეო სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოება.

კარიერის დასაწყისში გრიგოლ მუმლაძე მუშაობდა/სტაჟირებას გადიოდა სს „აგროინვესტ ბანკის“ იურისტად, სადაც მისი საქმიანობის ძირითად ნაწილს წარმოადგენდა საბანკო მომსახურების სამართლებრივი უზრუნველყოფა.

2006 წლიდან  გრიგოლ მუმლაძე „Market Activity Development Association“ ხელმძღვანელობს ტრენინგ-კურსს „FOREX – საერთაშორისო სავალუტო ბაზარი“.

2007 წლიდან იგი არის იურიდიული ფირმა GLCC-ის იურისტი.

გრიგოლ მუმლაძემ დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

გარდა ქართული ენისა, იგი ფლობს რუსულ და გერმანულ ენებს.