S_Kamushadzeალექსანდრე ქამუშაძე

დირექტორი

 E-mail: akamushadze@glcc.ge

ალექსანდრე ქამუშაძე არის იურიდიული ფირმა GLCC-ის პარტნიორი და დირექტორი. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს განეკუთვნება: სახელშეკრულებო სამართალი, სამშენებლო სამართალი, საკორპორაციო სამართალი, ბიზნეს სამართალი, საგადასახადო სამართალი, სადაზღვევო სამართალი, საოჯახო და სამემკვიდრეო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი, სააღსრულებო სამართალი.

ალექსანდრემ ქამუშაძემ პროფესიული საქმიანობა დაიწყო დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ”ირაოში”, სადაც ის წარმოადგენდა წამყვან იურისტს და მისი ძირითადი საქმიანობა იყო არსებული შაბლონური ხელშეკრულებების იურიდიული ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში, მათში ცვლილების განხორციელება, კლიენტებთან ურთიერთობა და მათთან ახალი ხელშეკრულებების გაფორმება, კომპანიის მიერ ახალი სადაზღვევო პროდუქტის შექმნისას ხელშერკულებათა პროექტის მომზადება, კომპანიის ინტერესების დაცვა სასამართლო და კერძო არბიტრაჟებთან ურთიერთობისას, კომპანიის პარტნიორთა კრების ორგანიზებისა და ჩატარებისათვის აუცილებელი პროცედურების იურიდიული უზრუნველყოფა.

მოგვიანებით ალექსანდრე ქამუშაძემ მუშაობა განაგრძო საჯარო სამსახურში, კერძოდ ქ. თბილისის მერიაში, ქონების მართვის სამსახურში სადაც ის დაინიშნა იურისტის თანამდებობაზე. ალექსანდრემ აქტიური მონაწილეობა მიიღო სამსახურის ახალი შინაგანაწესის შემუშავებაში, ასევე სხვადასხვა ნორმატიული აქტის პროექტების შექმნაში. პარალელურად, მისი საქმიანობის ძირითად ნაწილს წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის ქონების განკვარგვასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი უზრუნველყოფა, მოსახლეობის მიერ შემოსულ განცხადებებზე პასუხის მომზადება და მათი პრობლემური საკითხების სამართლებრივად გადაწყვეტა.
იურიდიული კომპანია GLCC-ის შექმნის შემდეგ ალექსანდრე ქამუშაძემ ისევ კერძო სექტორში განაგრძო პროფესიული საქმიანობა და GLCC-ში დაიწყო მუშაობა მთავარი იურისტის თანამდებობაზე . მოგვიანებით ის გახდა GLCC-ის დირექტორი, ხოლო 2011 წლის ივნისიდან ალექსანდრე წარმოადგენს GLCC-ის პარტნიორსაც.

იურიდიულ ფირმა GLCC-ში საქმიანობისას ალექსანდრე ქამუშაძე ითავსებს არა მხოლოდ კომპანიის მართვისა და ადმინისტრირების ფუნქციებს, არამედ წარმატებით საქმიანობს პროფესიული კუთხითაც და კომპანიის სახელით იურიდიულ და საადვოკატო მომსახურებას უწევს კლიენტებს. მისი ძლიერი მხარეა დოკუმენტების სამართლებრივი ანალიზი, სხვადასხვა ტიპის და სირთულის ხელშეკრულებების მომზადება, კლიენტების ინტერესების დაცვა და მათ ბიზნეს პარტნიორებთან ან/და მათ მოდავე მხარეებთან მოლაპარაკებების წარმოება, კლიენტის ინტერესების წარმომადგენლობა სასამართლოში ან/და კერძო არბიტრაჟებთან არსებული დავებისას, სააღსრულებო პროცესის წარმართვა.

ალექსანდრე ქამუშაძემ დაამთავრა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. გავლილი აქვს სხვასახვა ტიპის იურიდიული და საგადასახადო/საბუღალტრო სასერტიფიკატო კურსები.

2008 წლიდან ალექსანდრე ქამუშაძე გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში და სარგებლობს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქართველოს ადვოკატის სტატუსით.

გარდა ქართული ენისა, ალექსანდრე ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.