S_Tskhakaiaშალვა ცხაკაია

პარტნიორი

E-mail: stskhakaia@glcc.ge

შალვა ცხაკაია არის იურიდიული ფირმა GLCC-ს დამფუძნებელი პარტნიორი. მისი საქმიანობა მოიცავს სასამართლო და საარბიტრაჟო წარმომადგენლობას, საერთაშორისო ტრანზაქციებს, საინვესტიციო და საბანკო სამართალს, კორპორაციულ სამართალს, საერთაშორისო სავაჭრო სამართალსა და შრომის სამართალს.

მისი სამუშაო გამოცდილება გარდა კერძო სამართლებრივი პრაქტიკისა, მოიცავს, საჯარო სამსახურში (საარჩევნო კომისია და თბილისის მერია), აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში (გაეროს განვითარების პროგრამა და სხვ.) საქმიანობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში (მოლდოვა, თურქმენეთი, ლიბერია, სომხეთი, სამხრეთ სუდანი, ავღანეთი).

შალვა ცხაკაია წარმატებით წარმოადგენს კლიენტებს სასამართლო და არბიტრაჟის საქმეებში, იგი GLCC-სთან ერთად მონაწილეობდა საწარმოების იურიდიულ მომსახურებაში, მათ შორის, ათ მილიონიანი სესხის ხელშეკრულებისა და შვიდ მილიონიანი აქციონერთა ხელშეკრულების მომზადებაში; ხელი შეუწყო ამერიკული, იტალიური, რუსული, ებრაული და აზერბაიჯანული ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლობების დარეგისტრირებასა და მათი საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას.

შალვა ცხაკაიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; იგი აგრეთვე ფლობს ინდიანას უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს.

მისი სამუშაო ენებია, ქართული, რუსული და ინგლისური.