ირაკლი გაფრინდაშვილი

მმართველი პარტნიორი

 E-mail: igaprindashvili@glcc.ge

 ირაკლი გაფრინდაშვილი იურიუდიული ფირმა GLCC-ის დამფუძნებელი პარტნიორია. მისი საქმიანობის ძირითადი სფეროები მოიცავს სამეწარმეო, ვალდებულებით, სახელშეკრულებო სამართალს, საწარმოების შერწყმასა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, გადახდისუუნარობის სამართალს, უძრავი ქონების ტრანზაქციებსა და საგადასახადო კანონმდებლობას.

მისი იურიდიული კარიერის საწყის ეტაპზე, ირაკლი გაფრინდაშვილი მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებების ექსპერტიზისა და სახელმწიფო ვალის დეპარტამენტში მრჩევლის თანამდებობაზე, სადაც მისი ძირითადი ფუნქციები იყო საქართველოს სახელმწიფოსა და სხვადასხვა დონორ და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს შორის გასაფორმებელი საგრანტო და საკრედიტო ხელშეკრულებების ექსპერტიზა-რევიზია და მათი პროექტების მომზადება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ირაკლი გაფრინდაშვილი მონაწილეობას იღებდა გადახდისუუნარობის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის და სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების პროექტის შემუშავებაში.

მოგვიანებით, 2005 წელს,  ირაკლი გაფრინდაშვილი გადავიდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაციის იურიდიულ სამსახურში მთავარი კონსულტანტის თანამდებობაზე, სადაც ძირითადად მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების მომზადებისა და მათი პროექტების ექსპერტიზის საკითხებზე.
2006 წელს იგი გახლდათ თბილისის მერიის ქონების მართვის საქალაქო სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი, სადაც იგი ძირითადად უზრუნველყოფდა თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვისა და განკარგვის საკითხების იურიდიულ მხარდაჭერას, ასევე მუნიციპალურ ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადებას.

მოგვიანებით ირაკლი გაფრინდაშვილი გადავიდა შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“, სადაც იგი მუშაობდა იურიდიულ სამსახურში მთავარ იურისტად. მისი ძირითადი ფუნქციები იყო გაზის ყიდვა-გაყიდვის, პროდუქციის წილობრივი განაწილების და ნედლი ნავთობის გაყიდვის ხელშეკრულებების მომზადება. იგი ასევე მონაწილეობას იღებდა ნავთობისა და გაზის სფეროში ინვესტორებთან, ასევე დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებში. 2008-2010 წლებში, ირაკლი გაფრინდაშვილი პარალელურად იყო GLCC-ს მმართველი პარტნიორი და ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის მთავარი იურიდიული მრჩეველი.

ირაკლი გაფრინდაშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მინიჭებული აქვს იურისტის კვალიფიკაცია.

ბატონი ირაკლი გაფრინდაშვილი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

მშობლიურ ქართულთან ერთად, იგი ფლობს ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს.