about_us_1
იურიდიული ფირმა GLCC დაარსდა 2007 წელს და გთავაზობთ შედეგზე ორიენტირებულ და დინამიურ იურიდიულ მომსახურებას თქვენი ბიზნესის წარმატებისათვის.

GLCC გახლავთ ლიდერი მშენებლობის, დეველოპმენტისა და უძრავი ქონების ბიზნესში. ამჟამად, ჩვენ ვუწევთ იურიდიულ მომსახურებას უძრავი ქონებისა და სამშენებლო ბიზნესის 35%-ზე მეტს საქართველოში. ჩვენ წარმოვადგენთ ასევე, ლიდერებს, ჯანდაცვის სფეროში, ვუწევთ მომსახურებას 6 ძირითად საავადმყოფოს საქართველოში.

ჩვენიკლიენტები არიან წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები, მრავალმილიონიანი საინვესტიციო ფონდები, დიდი სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლები, საკომუნიკაციო კომპანიები, საერთაშორისო არა-სამთავრობო ორგანიზაციები და სახელმწიფო დაწესებულებები.

GLCC –ს იურისტები მონაწილეობენ ისეთ ძირითად ტრანზაქციებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში და კონტრაქტების მომზადებაში, როგორიც არის 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია ოლიმპიური სოფლის ასაშენებლად, ბაზისბანკის – ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის – სამართლებრივი შეფასება და შესყიდვა, მრავალმილიონ დოლარიანი სესხის ხელშეკრულებები საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (OPIC და EBRD), შერწყმა სამშენებლო ბიზნესში, ჯანდაცვასა და ტურიზმში, სხვადასხვა სახის ლიცენზიის მოპოვება საკომუნიკაციო სექტორში, ნებართვები ბუნებრივი რესურსებისათვის და სხვა.

ჩვენი სასამართლო დავების ისტორიაში შესულია შვიდნიშნა ციფრის ოდენობით გამარჯვებები ჩვენი კლიეტების სახელით, დიდი ფინანსური ინსტიტუტების, უძრავი ქონების კომპანიების, ტურისტული კომპანიების, საქართველოს შემოსავლების სამსახურის, სხვა საჯარო და კერძო დაწესებლებების წინააღმდეგ. ამ საქმეთა ნაწილი ჩამოყალიბდა პრეცედენტად საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში. ჩვენი ადვოკატების მონაწილეობით საქართველოს სასამართლოებსა და არბიტრაჟებში განხილული საქმეების რაოდენობა გასცდა ათასიან ბარიერს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებებში.

GLCC-ს პარტნიორები ჩართულები არიან კანონმდებლობის მზადების პროცესში, გადახდისუუნარობის, სამეწარმეო, საარბიტრაჟო, სალიცენზიო და სანებართვო, საზღვაო, საარჩევნო და სხვა ძირითად სფეროებში.

ჩვენი იურიდიული რჩევა ორიენტირებულია კლიენტის ბიზნესის ფინანსურ განვითარებაზე.