Litigation-and-Arbitration

განმცხადებლის, მოსარჩელის, მოპასუხის და მესამე პირების წარმომადგენლობა სამივე ინსტანციის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სასამართლოში. სარჩელის, შესაგებელის, შეგებებული სარჩელის, სააპელაციო და საკასაციო საჩივრის, შუამდგომლობების, განცხადებებისა და მოსამართლის განჩინებებზე კერძო საჩივრების შედგენა და მათი სასამართლოში შეტანა.

არბიტრაჟი

საარბიტრაჟო შეთანხმების შედგენა დავის კერძო არბიტრაჟისთვის გადაცემის შესახებ, ასევე კერძო არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება.

აღსრულება

საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებების, ადმინისტრაციული ორგანოებისა და არბიტრაჟის მიერ მიღებული აქტების აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დახმარება. ურთიერთობა საქართველოს სააღსრულებო დაწესებულებებთან. ასევე, სააღსრულებო წარმოების პროცესში, მხარის წარმომადგენლობა აღსრულების გადადების, შეწყვეტის ან შეჩერების საკითხებთან დაკავშირებით.