Tax_Custom-Law

საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით კონსულტაცია და სამართლებრივი ანალიზი. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული ბრძანებების ან გადაწყვეტილებების გასაჩივრება. საგადასახადო მოთხოვნებთან (გადასახადის ან/და საურავის დარიცხვა, ჯარიმის დაკისრება) დაკავშირებულ დავებზე წარმომადგენლობა და გადასახადის გადამხდელის კანონიერი ინტერესების დაცვა.

ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება და წარმომადგენლობა სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან. საბაჟო ორგანოებისა და მათი უფლებამოსილი პირების ქმედებათა გასაჩივრება და საბაჟო დავაში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება.