Corporate-law_M&A

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოების, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოების, კოოპერატივის, ინდმეწარმის, სამეწარმეო ამხანაგობის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პირველადი რეგისტრაცია, ცვლილების რეგისტრაცია, ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია (გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა), ფილიალების, მათ შორის უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის დარეგისტრირება, საწარმოს რედომიცილება.

საწარმოს საქმიანობიდან და მიზნებიდან გამომდინარე შესაბამისი წესდების მომზადება ან არსებულ წესდებაში ცვლილებების შეტანა. პარტნიორთა (აქციონერთა) საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების სამართლებრივი გაფორმება, კრების ოქმის შედგენა. საწესდებო კაპიტალის შემცირებასთან ან გაზრდასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, საწესდებო კაპიტალის შემცირება შენატანის უკან დაბრუნების ან წილის გასხვისების გზით.