Civil-Law-2

სახელშეკრულებო სამართალი:

უძრავ და მოძრავ ნივთებთან, ასევე უფლებებსა და მოთხოვნებთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის ხელშეკრულებების მომზადება. კერძოდ: ნასყიდობის, გაცვლის, ჩუქების, ქირავნობის, ლიზინგის, იჯარის, ფრენშაიზინგის, თხოვების, სესხის, ნარდობის, გირავნობის, იპოთეკის, საშუამვლო, დავალების, მიბარების და სხვა ტიპის ხელშეკრულებების მომზადება და მათგან გამომდინარე უფლებების დაცვა.
სადაზღვევო სამართალი:

სადაზღვევო საქმიანობის მონაწილეთა ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირება. ნებაყოფლობით და სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებული სადაო საკითხების გადაწყვეტა. სადაზღვევო ხელშეკრულების მომზადება ან არსებული ხელშეკრულების სამართლებრივი ანალიზი. დაზღვევის სფეროში წარმოქმნილ დავებში დაინტერესებული მხარის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.
ინტელექტუალური საკუთრების სამართალი:
ავტორის, საავტორო უფლების სხვა მფლობელის, ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის საავტორო ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების, აგრეთვე მათი მომიჯნავე უფლებების დაცვა და მათი დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღარების უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოში წარმომადგენლობა. საავტორო უფლებების და ავტორის ქონებრივი უფლებების გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულების მომზადება (განსაკუთრებული და ჩვეულებრივი სალიცენზიო ხელშეკრულებები), ასევე ნაწარმოების შექმნის ხელშეკრულება. თანაავტორტა შორის ხელშეკრულების გაფორმება. გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა და სამრეწველო ნიმუშზე პატენტის (ასევე უცხოეთში დაპატენტებულ გამოგონებაზე შემოტანილი პატენტის) გაცემასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის წარმომადგენლობა შესაბამის ორგანოებთან.

საოჯახო სამართალი:

მეუღლეთა უფლებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი რეგულირება; საქორწინო ხელშეკრულების მომზადება; მეუღლეთა ინდივიდუალურ და საერთო საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებების დაცვა; განქორწინებასთან, მშობლის უფლების ჩამორთმევასთან, ალიმენტის დაკისრებასთან და სხვა საოჯახო საქმეებთან დაკავშირებული სარჩელის შედგენა, მტკიცებულებათა შეგროვება, სასამართლოში წარმომადგენლობა და მხარის პირადი და ქონებრივი უფლებების დაცვა; შვილებისა და გაშვილების, მათ შორის, საერთაშორისო გაშვილებასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი უზრუნველყოფა. 

მემკვიდრეობის სამართალი:

ანდერძის შედგენასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაცია; წარმომადგენლობა სამკვიდრო ქონების მისაღებად შესაბამის ნოტარიუსთან და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. სასამართლოში წარმომადგენლობა შემდეგ საკითხებზე: სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენა; სამკვიდროს მისაღებად გაშვებული ვადის აღდგენა; მემკვიდრეებს შორის დავის არსებობისას; პირის უღის მემკვიდრედ ცნობა; მემკვიდრეებისა და სხვა დაინტერესებულ მესამე პირთა კანონიერი ინტერესების დაცვა. ანდერძის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა.