Libra

  • ფირმა თავისი საქმიანობის განხორციელებისას დამოუკიდებელია ყოველგვარი გარეშე გავლენის ან ზეწოლისგან, ხელმძღვანელობს, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით და მოცემული ეთიკის ნორმებით.
  • ფირმის საქმიანობა ეფუძნება კეთილსინდისიერებას, კომპეტენტურობასა და მიუკერძოებლობას, ფირმის მოქმედება არ უნდა აყენებდეს ეჭვქვეშ კლიენტის ნდობას ფირმისადმი.
  • ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა ფირმისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას კონფიდენციალურია.
  • ფირმა მოქმედებს კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე და კლიენტის ინტერესს აყენებს საკუთარ ან სხვა ნებისმიერი პირის ინტერესზე მაღლა.
  • ფირმას უფლება არა აქვს რჩევა მისცეს ან ემსახუროს ორ ან მეტ კლიენტს ერთ საქმეზე, თუკი არსებობს აღნიშნული კლიენტების ინტერესებს შორის კონფლიქტი.
  • ფირმას არა აქვს უფლება შეწყვიტოს კლეინტის ინტერესების დაცვა, ამისათვის პატივსადები საფუძვლის არსებობის გარეშე. დაუშვებელია საქმეზე უარის თქმის უფლებით სარგებლობა, როდესაც კლიენტი უძლურია ისარგებლოს სხვა ადვოკატის ან ფირმის იურიდიული მომსახურებით.
  • შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ოდენობა ან მისი გამოთვლის წესი წინასწარ უნდა იქნას ცნობილი და მისაღები კლიენტისათვის.
  • ფირმის მიზანია დავის მინიმალური დანახარჯებით გადაწყვეტა, მინიმალურ ვადებში, კლინეტის ინტერესებიდან გამომდინარე.
  • დაუშვებელია სასამართლოსათვის წინასწარ შეცნობით ყალბი მტკიცებულების მიწოდება.
  • ფირმა ვალდებულია პატივი სცეს სხვა ადვოკატებს და იურიდიული მომსახურების გამწევ ორგანიზაციებს.