იურიდიული ფირმა GLCC-ის იურისტი ნიკოლოზ აბუთიძე, ევროპის აკადემიის ცენტრის მიწვევით, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებისთვის ორდღიან ტრენინგს უძღვება.

ტრენინგი სამშენებლო და სივრცითი მოწყობის თემას, კერძოდ, მშენებლობის ნებართვების გაცემას შეეხება და მოიცავს შემდეგ მიმართულებებს

სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და მშენებლობის რეგულირების გეგმის მნიშვნელობა და როლი.

სანებართვო პირობების ზედამხედველობა და სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენცია-აღკვეთასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ საქმისწარმოების სამართლებრივი საფუძვლები და ძირითად პრინციპები.