იურიდიული ფირმა “GLCC”-ის იურისტი ნიკოლოზ აბუთიძე სპეციალური მიწვევით სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებისთვის სამშენებლო და სააღსრულებო სამართლის მიმართულებით ტრენინგებს ატარებს.

„ევროპის აკადემიური ცენტრის“ მიერ ორგანიზებული ერთ თვიანი ტრენინგ პროგრამის ფარგლებში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლები გაეცნობიან აღნიშნულ სფეროში არსებულ კანონმდებლობას, აქტუალურ საკითხებსა და სასამართლო პრაქტიკას, ასევე ამ მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს.