ფერმერთა დღე

იურიდიული ფირმა GLCC ულოცავს საქართველოს ფერმერთა ასოცაიციას და მის ყველა წევრს ფერმერთა დღეს!

თანადგომა ბატონ გიორგი მდინარაძეს

თანადგომას ვუცხადებთ დაზარალებულ ადვოკატს, ბატონ გიორგი მდინარაძეს. მივესალმებით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და მთელი ადვოკატთა კორპუსის ერთობლივ ძალისხმევას ადვოკატის უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვის მიზნით. დადებითად ვაფასებთ გამოძიების პროცესის მიმდინარეობას და ვიმედოვნებთ, რომ მართლმსაჯულება აღსრულდება.

დღეს GLCC 7 წლის გახდა!

დღეს GLCC 7 წლის გახდა. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პატივცემულ კლიენტებს, რომელთა ხანგრძლივი ნდობის და თანამშრომლობის შედეგია ჩვენი მაღალი დონის იურიდიულ ფირმად ჩამოყალიბება. გილოცავთ და მადლობას გიხდით, ჩემო საყვარელო კოლეგებო. თქვენი დაუღალავი შრომის და მაღალი პროფესიონალიზმის შედეგია ჩვენი ყველა წარმატება. გისურვებთ, გააგრძელოთ პროფესიული ზრდა ფირმასთან ერთად. კლიენტების მადლიერება და წარმატება არ მოგვშლოდეს!