საერთაშორისო სარეიტინგო სისტემა The Legal 500 GLCC -ს აფასებს

იურიდიული ფირმა GLCC საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია The Legal 500-ის შეფასებით, კვლავ წამყვან პოზიციას იკავებს კომერციული სექტორის, კორპორაციული სამართლის, უძრავი ქონების, სამშენებლო სფეროს მომსახურებისა და სასამართლო დავების წარმატებით გადაწყვეტის მიმართულებით. The Legal 500 მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს იურიდიული კომპანიების მონიტორინგს, აფასებს მათ საქმიანობას და ადგენს რეიტინგს. 2018 წლის დასაწყისის მონაცემებით, The Legal 500-ის მიერ უკვე […]

GLCC-ს კონტრიბუცია საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ პირობადებული საკუთრების შესახებ 2018 წლის გზამკვლევის მომზადებაში

პირობადებული საკუთრების შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) მიერ მომზადებულ 2018 წლის გზამკვლევში საქართველოს ნაწილი იურიდიული ფირმა GLCC-ის  მიერ მომზადდა. საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ პირობადებული საკუთრების შესახებ გზამკვლევი მესამე გამოცემაა და იგი არის სახელმძღვანელო დოკუმენტი ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებისთვის ამა თუ იმ ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს შესაფასებლად ბიზნესის წამოწყებამდე. საერთაშორისო სავაჭრო პალატა პერიოდულად გამოსცემს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტებსა და […]

ტრენინგები GLCC-ის იურისტ ნიკოლოზ აბუთიძის მიერ

იურიდიული ფირმა “GLCC”-ის იურისტი ნიკოლოზ აბუთიძე სპეციალური მიწვევით სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებისთვის სამშენებლო და სააღსრულებო სამართლის მიმართულებით ტრენინგებს ატარებს. „ევროპის აკადემიური ცენტრის“ მიერ ორგანიზებული ერთ თვიანი ტრენინგ პროგრამის ფარგლებში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლები გაეცნობიან აღნიშნულ სფეროში არსებულ კანონმდებლობას, აქტუალურ საკითხებსა და სასამართლო პრაქტიკას, ასევე ამ მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს.  

ნიკოლოზ აბუთიძის ტრენინგი მარნეულის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის

იურიდიული ფირმა GLCC-ის იურისტი ნიკოლოზ აბუთიძე, ევროპის აკადემიის ცენტრის მიწვევით, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებისთვის ორდღიან ტრენინგს უძღვება. ტრენინგი სამშენებლო და სივრცითი მოწყობის თემას, კერძოდ, მშენებლობის ნებართვების გაცემას შეეხება და მოიცავს შემდეგ მიმართულებებს სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და მშენებლობის რეგულირების გეგმის მნიშვნელობა და როლი. სანებართვო პირობების […]

იურიდიული ფირმა GLCC სტარტაპ მეგობრულის სტატუსის მფლობელია

სტარტაპ მეგობრული” – პროექტის მიზანია სტარტაპების სწრაფი განვითარების ხელშეწყობა კერძო (ქართული და საერთაშორისო) ბიზნესის ჩართულობით. GLCC-ის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი სტარტაპერების სამართლებრივი ცოდნის ამაღლებაზე იზრუნებსდა მიაწვდის პირველად და საბაზისო ინფორმაციას იმ იურიდიულ საკითხებზე, რაც აუცილებელია დამწყები ბიზნესის განვითარებისთვის. კონსულტაცია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სამეწარმეო ურთიერთობები შრომითი ურთიერთობებები ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ლიცენზიები და ნებართვები

ჩვენი პარტნიორის ალექსანდრე ქამუშაძის ანალიზი სამშენებლო კომპანიებისათვის საგადასახადო შეღავათების შესახებ

სამშენებლო პროცესის წახალისების მიზნით, 2015 წლიდან მოქმედებს საგადასახადო შეღავათი, რომლის მიზანია, დღგ-ში საგადასახადო შეღავათების დაწესების გზით, 2008 წლის აგვისტოს ომისა და ფინანსური კრიზისის გამო შეჩერებული მშენებლობების დასრულების ხელშეწყობა. რატომ შეიძლება აღნიშნული ინიციატივა იქცეს სრულ საგადასახადო კოშმარად – საგადასახადო შეღავათების გამოწვევებზე სააგენტო პირWელს იურიდიული ფირმა GLCC-ის პარტნიორი და დირექტორი ალექსანდრე ქამუშაძე ესაუბრა

ირაკლი გაფრინდაშვილი ბიზნესკონტაქტში ონლაინ სესხების შესახებ

დღეს ბიზნესკონტაქტს იურიდიული ფირმა GLCC-ის მმართველი პარტნიორი, ირაკლი გაფრინდაშვილი სტუმრობდა. გადაცემა კვირის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს ონლაინ სესხების რეგულაციებს შეეხო. მომხმარებლის უფლებების დაცვა და ბიზნესის ინტერესები – ამ თემის გარშემო გაკეთდა კომპეტენტური ანალიზი სამართლებრივ ჭრილში.

GLCC-ის პარტნიორის ირაკლი გაფრინდაშვილის კომენტარი საკომუნიკაციო კომპანიების გამოწვევებზე

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხრიდან ეფექტური კონტროლის არარსებობისა და ტარიფების დაწესების გამო მნიშვნელოვნად შემცირდა საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარების რაოდენობა (50%-ზე მეტით), რამაც მცირე და საშუალო ადგილობრივი ოპერატორების საქმიანობის შეჩერება გამოიწვია.

ICC Georgia’s Tax Commission held a meeting

On 2 March 2016, ICC Georgia’s Tax Commission met to discuss the Draft Tax Code of Georgia, that was recently released by the Government. Mr. Fady Asly, ICC Chairman, greeted the Commission Members and briefed them of his recent meeting with Mr. Giorgi Gakharia, Economic Advisor to the Prime Minister during which Tax Administration was […]

კომპანიის ფინანსური პასუხისმგებლობა შესაძლოა, დირექტორებისა და პარტნიორების პირად ქონებაზეც გავრცელდეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით კომპანიის პარტნიორებს, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმას და დირექტორს, რომელიც არასათანადოდ უძღვებოდა საზოგადოების საქმიანობას, პირადად დაეკისრათ კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები, რაც მიგვაჩნია, რომ შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს ასეთი პრაქტიკის ფართოდ გამოყენების, სასამართლოს მხრიდან შესაბამის პირთა კეთილსინდისიერების საკითხის შეფასების და სახელმწიფოს მიერ საგადასახადო წნეხის დამძიმების მცდელობის კუთხით. პარტნიორის ირაკლი გაფრინდაშვილის განმარტებით, კანონმდებლობა ამ მხრივ არ […]